უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამის განმავლობაში მხოლოდ 10 დრონი გამოიყენა
რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში უკრაინას მხოლოდ 10 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს. ინფორმაცია დღეს, 13 მაისს დილით გაავრცელა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ. მისივე ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ათივე რუსული დრონი ჩამოაგდო. ამ რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა თითქმის ყოველდღე იუწყება 100-ზე მეტი რუსული დრონით თავდასხმის შესახებ. რაც შეეხება შედეგებს, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ზაპოროჟიეს...

What's Your Reaction?






