უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი ეს უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი, – განუცხადა […]

მაი. 12, 2025 - 15:57
 0

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი ეს უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი, – განუცხადა ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკავშირმა განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში პატივი სცეს დემოკრატიულ ლეგიტიმაციას, რომელიც ხალხიდან მომდინარეობს.
„უპირველეს ყოვლისა, დღეს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ტარდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია, რომელსაც ასევე კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებიც ესწრებიან. მნიშვნელოვანი ფორუმი და პლატფორმაა არის იმისთვის, რომ ვისაუბროთ ევროკავშირის მომავალზე და დღესაც ზუსტად ეს არის თემა. პირველი სესიის თემა იყო თუ როგორ უნდა იყოს ევროკავშირი მომავალში მოწყობილი, საით უფრო მიდის ევროკავშირი, სუვერენიტეტის პატივისცემა უფრო მეტად, თუ ფედერალიზმისკენ წასვლა და ამაზე საინტერესო დისკუსია იყო ჩემი მხრიდან.
ვისაუბრე იმ გამოცდილებაზე და იმ მოლოდინებზე, რომელიც ქართველ ხალხს აქვს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოლოდინი არის, რომ ევროკავშირი ეს უნდა იყოს მრავალფეროვნების კავშირი და შესაბამისად, ყველა ერის, ყველა კულტურის, ყველა სახელმწიფოს როგორც ინტერესები, ასევე ხმა უნდა იყოს გაგონილი. ამ მხრივ, მათ შორის აღვნიშნე, რომ ვუყურებთ და ვაკვირდებით იმ დისკუსიას, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირის შიგნით, კონსენსუსის სისტემის ჩანაცვლებისა უმრავლესობით, რაც ჩვენი აზრით დამაფიქრებელია იმ მხრივ იმიტომ, რომ განსაკუთრებით პატარა ქვეყნებს არ მისცემს ხმის უფლებას. არადა, სიმართლე, ჭეშმარიტება არ გაიზომება ამ შემთხვევაში ქვეყნის სიდიდით.
ასევე ვისაუბრე იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირმა განსაკუთრებით კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში პატივი სცეს დემოკრატიულ ლეგიტიმაციას, რომელიც ხალხიდან მომდინარეობს. საქართველოში ქართველი ხალხი განსაზღვრავს მისი სახელისუფლებო შტოების შემადგენლობასაც და მოწყობას. ამ მხრივ ვისაუბრე ე.წ. ვეტინგის სისტემის თავს მოხვევის მავნე მცდელობაზე, რომელიც თავის მხრივ გულისხმობდა, რომ ქართველ ხალხს მისი ერთ-ერთი შტოს, სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბება უნდა დაეთმო უცხო ქვეყნის წარმომადგენლებისთვის და ამ მხრივ, ესეც თავის მხრივ ეწინააღმდეგება სუვერენიტეტის პრინციპს. არ მგონია, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრმა ქვეყანამ მისცეს შესაძლებლობა სხვა წევრ ქვეყანას ან სხვა ინსტიტუციას ჩაერიოს მისი ქვეყნის ერთ-ერთი სახელისუფლებო შტოს ჩამოყალიბებაზე.
ასე, რომ ამ მხრივ შევეცადეთ ამ აქცენტებისთვის გაგვესვა ხაზი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირის მომავალზე.
Previous: სალომე ზურაბიშვილს ამოძრავებს საკუთარი კეთილდღეობა და ფული, რაც არ უნდა იფართხუნონ, არ გამოუვათ არაფერი – ნიკუშა შენგელაია

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow