“უტას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა... მისი ცხედარი იპოვეს, ახლა გიგას ძებნა გრძელდება" - რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები

მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა მაშ­ვე­ლებ­მა ამ დი­ლით იპო­ვეს და წყლი­დან უკვე ამო­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა­ში ორი მგზავ­რის ცხე­და­რია ნა­ნა­ხი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთი უტა ელი­ა­ვაა. უტა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.სამ­ძებ­რო სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა, რად­გან ამ დრომ­დე ვერ პო­უ­ლო­ბენ კი­დევ ერთ ახალ­გაზ­რდას. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მან­ქა­ნის მტკვარ­ში ჩა­ვარ­დნის დროს სა­ლო­ნი­დან გად­მოხ­ტო­მა ორმა ახალ­გაზ­რდამ შეძ­ლო, მათ­გან ერთი მაშ­ვე­ლებ­მა ავა­რი­ი­დან მა­ლე­ვე იპო­ვეს და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. რო­გორც მისი მო­ნა­თხრო­ბი­დან ირ­კვე­ვა, მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა შეძ­ლო 23 წლის გიგა შა­მუ­გი­ამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახლა გი­გას ძებ­ნა გრძელ­დე­ბა."გა­დარ­ჩე­ნილ­მა ბიჭ­მა, გი­გას მე­გო­ბარ­მა თქვა, და­ვი­ნა­ხე ნა­პი­რი­სა­კენ მო­ცუ­რავ­და, მაგ­რამ ის მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, რო­მელ­შიც ვის­ხე­დით, დი­ნე­ბას მიჰ­ქონ­დაო მან­ქა­ნა და იმან გა­და­უ­ა­რა, მერე აღარ მი­ნა­ხავ­სო", - ამ­ბობს ახ­ლო­ბე­ლი.ავტომანქანის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირება მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ავტომანქანა წყალში უკნიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. ცნობილია ისიც, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარის საქმეზე სამართალდამცავებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.ინფორმაცია უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს.-მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა" - აცხადებენ უწყებაში.პოლიციამ უკვე დააკავა 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ."უტი, ასე გაგვახარე შენი მოსვლით… აქ წერით ვიმშვიდებ გულს, უტი, მე შენ გელოდები.… შენი გულგახეთქილი დედა გელოდება, უტა. შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა დამიბრუნდი. მე უშენოდ სუნთქა მიჭირს. უშენოდ არაფერი ვარ, უტი, ჩემო სამუდამო და უსასრულოო სიყვარულო, გელოდები.მე შენ გარეშე ხომ იცი არ შემიძლია, უტი, გელოდები", - დაწერა წუხელ სოციალურ ქსელში უტა ელიავას მეუღლემ, გვანცა გოროზიამ და დადო ვიდეო, სადაც ჩანს მისი მოულოდნელი მისვლით როგორ გაახარა ოჯახი და მისი პატარები.უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გვანცა და ახლობლები ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდნენ, რომ მოხდებოდა სასწაული და ბიჭები გადარჩებოდნენ.წყარო: kvirispalitra.ge

მაი. 15, 2025 - 11:56
 0
“უტას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა... მისი ცხედარი იპოვეს, ახლა გიგას ძებნა გრძელდება" - რას ჰყვებიან დაღუპული ახალგაზრდას ახლობლები
მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­დნი­ლი მან­ქა­ნა მაშ­ვე­ლებ­მა ამ დი­ლით იპო­ვეს და წყლი­დან უკვე ამო­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ქა­ნა­ში ორი მგზავ­რის ცხე­და­რია ნა­ნა­ხი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთი უტა ელი­ა­ვაა. უტა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

სამ­ძებ­რო სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა, რად­გან ამ დრომ­დე ვერ პო­უ­ლო­ბენ კი­დევ ერთ ახალ­გაზ­რდას. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მან­ქა­ნის მტკვარ­ში ჩა­ვარ­დნის დროს სა­ლო­ნი­დან გად­მოხ­ტო­მა ორმა ახალ­გაზ­რდამ შეძ­ლო, მათ­გან ერთი მაშ­ვე­ლებ­მა ავა­რი­ი­დან მა­ლე­ვე იპო­ვეს და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. რო­გორც მისი მო­ნა­თხრო­ბი­დან ირ­კვე­ვა, მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა შეძ­ლო 23 წლის გიგა შა­მუ­გი­ამ, სა­ვა­რა­უ­დოდ, ახლა გი­გას ძებ­ნა გრძელ­დე­ბა.

"გა­დარ­ჩე­ნილ­მა ბიჭ­მა, გი­გას მე­გო­ბარ­მა თქვა, და­ვი­ნა­ხე ნა­პი­რი­სა­კენ მო­ცუ­რავ­და, მაგ­რამ ის მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა, რო­მელ­შიც ვის­ხე­დით, დი­ნე­ბას მიჰ­ქონ­დაო მან­ქა­ნა და იმან გა­და­უ­ა­რა, მერე აღარ მი­ნა­ხავ­სო", - ამ­ბობს ახ­ლო­ბე­ლი.

ავტომანქანის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირება მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ავტომანქანა წყალში უკნიდან შეჯახების შედეგად გადავარდა. ცნობილია ისიც, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარის საქმეზე სამართალდამცავებმა ერთი პირი უკვე დააკავეს.

ინფორმაცია უკვე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

"ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2002 წელს დაბადებული ი.ს. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ს.-მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა" - აცხადებენ უწყებაში.

პოლიციამ უკვე დააკავა 23 წლის ახალგაზრდა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.

"უტი, ასე გაგვახარე შენი მოსვლით… აქ წერით ვიმშვიდებ გულს, უტი, მე შენ გელოდები.… შენი გულგახეთქილი დედა გელოდება, უტა. შვილებზე უზომოდ შეყვარებული მამა დამიბრუნდი. მე უშენოდ სუნთქა მიჭირს. უშენოდ არაფერი ვარ, უტი, ჩემო სამუდამო და უსასრულოო სიყვარულო, გელოდები.

მე შენ გარეშე ხომ იცი არ შემიძლია, უტი, გელოდები", - დაწერა წუხელ სოციალურ ქსელში უტა ელიავას მეუღლემ, გვანცა გოროზიამ და დადო ვიდეო, სადაც ჩანს მისი მოულოდნელი მისვლით როგორ გაახარა ოჯახი და მისი პატარები.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი გვანცა და ახლობლები ბოლო წუთამდე იმედს არ კარგავდნენ, რომ მოხდებოდა სასწაული და ბიჭები გადარჩებოდნენ.

წყარო: kvirispalitra.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow