უცნობი ისტორია დვალიშვილზე - ქართველი UFC-დან გარიცხვასთან ახლოს იყო

უცნობი ისტორია დვალიშვილზე - ქართველი UFC-დან გაშვებიდან ახლოს იყო

ივლ. 1, 2025 - 22:27
 0
უცნობი ისტორია დვალიშვილზე - ქართველი UFC-დან გარიცხვასთან ახლოს იყო

2019 წელს მერაბ დვალიშვილი UFC-დან გარიცხვის პირას იყო და 8-4 რეკორდი ჰქონდა, სრულ განაკვეთზე მუშაობდა მშენებლობაზე, UFC-სთან კონტრაქტით მხოლოდ ერთი ბრძოლა ჰქონდა დარჩენილი და რომც გაემარჯვა, არანაირი გარანტია არ არსებობდა, რომ ახალ კონტრაქტს გაუფორმებდნენ. მან ნიუ-იორკში ბრძოლა ითხოვა, რაზეც UFC-მ უხეშად უპასუხა.

"2019 წელს UFC-ში ჩემი რეკორდი 1-2 იყო და კონტრაქტით მხოლოდ ერთი ბრძოლა მრჩებოდა. უნდა მომეგო, რომ UFC-სთვის ჩემი შენარჩუნების სურვილი მაინც გამეჩინა. მეტოქედ ბრედ კატონა შემომთავაზეს — დაუმარცხებელი, 9-0 რეკორდით, TUF-ის ჩემპიონი 145 ფუნტში. TUF-ზე მან ბრაის მიტჩელი დაასაბმიშენა. ბრაისთან ერთად მივარჯიშია და ის ნამდვილი მონსტრია. ამიტომ ვიცოდი, რომ თუ ვინმემ ბრაისი დაასაბმიშენა, ის მართლაც სერიოზული მოწინააღმდეგე იქნებოდა.

იმ დროს ჩემი რეკორდი 8-4 იყო და მშენებლობაზე სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი. მენეჯერმა მკითხა, მინდოდა თუ არა ეს ბრძოლა. მე ვუპასუხე: „რა თქმა უნდა. მაგრამ შემიძლია ნიუ-იორკის ქარდზე ვიყო?“ ვიფიქრე, იქნებ ეს ჩემი ბოლო ბრძოლაა UFC-ში-მეთქი. თუ წავაგებ, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ხალხის წინაშე, ნიუ-იორკში დავასრულებ-მეთქი.

მენეჯერმა UFC-ს ჰკითხა და პასუხად მხოლოდ უხეში უარი მივიღეთ. რაღაც ამდაგვარი: „რა სისულელეა?! წადით თქვენი!“. „თუ ბრძოლა გინდა, მიიღე. თუ არა და წადი.“ ჩვენც ვუპასუხეთ: „კარგი, კარგი, ბოდიში, ბოდიში.“

ბრძოლის კვირა რომ დადგა, პირდაპირ მშენებლობიდან კანადაში წავედი, წონა დავიკელი და დაუმარცხებელი ბიჭი დავამარცხე. ყველაზე ბედნიერი კაცი ვიყავი დედამიწაზე. და UFC-მ ახალი კონტრაქტი გამიფორმა."
(crystalsport)

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow