ფაქტორინგის ინსტრუმენტი ბიზნესს საბრუნავი საშუალებების გაჩენის შესაძლებლობას მისცემს – ლაშა რიჟამაძე
ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობისთვის საკანონმდებლო ჩარჩო იქმნება. პარლამენტის კომიტეტებში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მთავრობის მიერ დამტკიცებული “ფაქტორინგის შესახებ” კანონპროექტის განხილვები დაიწყო, რაზედაც დაახლოებით 7 წელია მიდიოდა მუშაობა. ფაქტორინგი, ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით მაგალითად, ბანკს შეუძლია, თავისი კლიენტის დებიტორული დავალიანება იყიდოს, კომპანიას კი აღნიშნული დავალიანების გაყიდვით, შემოსავლის წინმსწრებად მიღება შეეძლება. კანონპროექტის დამტკიცების […]


ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტის ხელმისაწვდომობისთვის საკანონმდებლო ჩარჩო იქმნება. პარლამენტის კომიტეტებში ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მთავრობის მიერ დამტკიცებული “ფაქტორინგის შესახებ” კანონპროექტის განხილვები დაიწყო, რაზედაც დაახლოებით 7 წელია მიდიოდა მუშაობა.
ფაქტორინგი, ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით მაგალითად, ბანკს შეუძლია, თავისი კლიენტის დებიტორული დავალიანება იყიდოს, კომპანიას კი აღნიშნული დავალიანების გაყიდვით, შემოსავლის წინმსწრებად მიღება შეეძლება.
კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ ბაზარზე გაჩნდებიან ასევე ფაქტორინგული კომპანიები, რომლებიც ბანკების მსგავსად დებიტორული დავალიანების შესყიდვას შეძლებენ.
ფაქტორინგი ძირითადად ისეთ ბიზნესსაქმიანობაში გამოიყენება, როგორიცაა: წარმოება, საბითუმო ვაჭრობა/დისტრიბუცია, რომლებიც იმ სექტორს წარმოადგენენ, რომელთა საქმიანობა ძირითადად კონსიგნაციით ვაჭრობას უკავშირდება და მოკლევადიან პერიოდში საბრუნავი კაპიტალის უზრუნველყოფის საჭიროება უდგათ. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ ფაქტორინგის ფინანსური ინსტრუმენტის გაჩენა ბაზარზე განსაკუთრებით სწორედ ვაჭრობაში ჩართული ბიზნესს კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, დებიტორული დავალიანების გაყიდვის გზით საბრუნავი საშუალებების დროული მობილიზებისთვის.
„საცალო ვაჭრობის ქსელებთან გაფორმებული ხელშეკრულებების არსებული პრაქტიკის მიხედვით, საუბარია 2-3-თვიან საკონსიგნაციო ვადებზე, რა დროსაც მნიშვნელოვანი თანხის გაჩერებას ახდენს როგორც მწარმოებელი, ისე სადისტრიბუციო კომპანია. აქ ვსაუბრობთ ასეულობით ათას ლარზე, რომელიც გაჩერებულია და რომელიც მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, რომ დეფიციტი არ შეექმნათ საბრუნავ საშუალებებში. ეს ინსტრუმენტი აძლევს შესაძლებლობას კომპანიას მიმართოს შესაბამის ბანკს თუ ფაქტორინგის გამცემ სუბიექტს, რომ გაიჩინოს ეს საბრუნავი საშუალებები და არ დაელოდოს 3 თვის დადგომას.
ფაქტორინგის ერთ-ერთი შემაფერხებელი იყო ის, რომ ამ პროდუქტით სარგებლობა დამოკიდებული იყო მოვალის თანხმობაზე, რომ ესარგებლა კრედიტორს აღნიშნული სერვისით, მათ შორის არსებული რეგულირების არარსებობის გამო ეს იყო გარკვეულწილად ძვირი პროდუქტი, რაც საბოლოოდ აღნიშნულმა კანონმა უნდა შეცვალოს. შეცვალოს იმ მხრივ, რომ გააჩენს კონკურენციას. როცა მოვალის თანხმობა აღარ იქნება აუცილებელი ეს საშუალებას მისცემს ბიზნესს მისი თანხმობის გარეშე მოახდინოს ამ სერვისით სარგებლობა“,- აცხადებს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა რიჟამაძე.
აღსანიშნავია, რომ ფაქტორინგი არ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას და საბანკო სესხისგან განსხვავებით – კომპანია ყიდის თავის დებიტორულ დავალიანებას ფინანსურ ინსტიტუტზე ან ფაქტორინგულ კომპანიაზე. შესაბამისად, ეს შეიძლება იქნეს გამოყენებული როგორც სესხის ალტერნატივა, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სესხებით არიან დატვირთულები.
What's Your Reaction?






