ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მინდა, ყველა ვეტერანს მივულოცო დღევანდელი დღე - პრემიერი
ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ირაკლი კობახიძემ ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა. „პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად, აღინიშნება ეს თარიღი. კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა პრემიერმა.

ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განუცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ირაკლი კობახიძემ ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა.
„პატივს მივაგებთ მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას. ფაშიზმი იყო უდიდესი ბოროტება და ფაშიზმის დამარცხება არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და შესაბამისად, აღინიშნება ეს თარიღი. კიდევ ერთხელ ყველა ვეტერანს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე“, - განაცხადა პრემიერმა.
What's Your Reaction?






