"ფინანსური პრობლემები არ გვაქვს და.." - რას ამბობს ლიონის მეპატრონე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის ლიონში ახლა რთული სიტუაციაა, რადგან კლუბი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს

ივნ. 29, 2025 - 20:57
 0
"ფინანსური პრობლემები არ გვაქვს და.." - რას ამბობს ლიონის მეპატრონე
როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძის ლიონში ახლა რთული სიტუაციაა, რადგან კლუბი ფინანსური პრობლემების გამო ლიგა 2-ში დააქვეითეს.

ამის მიუხედავად, ლიონის მეპატრონე ამბობს, რომ პრობლემები არ არსებობს და ლიონში დიდი ინვესტიციის ჩადებას აპირებს:

საფეხბურთო მოედანზე ამოცანებს თავს უკეთ ვართმევდი, ვიდრე ფრანგულ საფინანსო სისტემაში. მე როგორც ამერიკელმა ინვესტორმა სისტემასთან ადაპტაცია ვერ გავიარე და რაღაც ისეთი ჩავიდინე, რამაც ფრანგული მარეგულირებელი ორგანოები გააღიზიანა – ეს უნდა გამოვასწოროთ.

მყავს შესანიშნავი პარტნიორები, აქციონერები, რომლებსაც დაეკისრებათ იმ პრობლემების გადაჭრა, რომელთა მოგვარებასაც, გულწრფელად რომ ვთქვა, საფრანგეთში თავს კარგად ვერ ვართმევდი. „ლიონს“ მყარი ფინანსური ბაზა აქვს, ვაპირებთ, კლუბში დიდი ინვესტიცია განვახორციელოთ, არანაირი ფინანსური პრობლემა არ გვაქვს.

- ამბობს ჯონ ტექსტორი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow