"ფული და პოპულარობა არ მაინტერესებს, მიზანი ჩემპიონობაა" - გიგა ჭიკაძე

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგი გამოსვლისთვის მზად არის. ჭიკაძე უქმეებზე კარიერის მე-11 ბრძოლას გამართავს...

აპრ. 23, 2025 - 14:57
 0
"ფული და პოპულარობა არ მაინტერესებს, მიზანი ჩემპიონობაა" - გიგა ჭიკაძე
ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ში მორიგი გამოსვლისთვის მზად არის. ჭიკაძე უქმეებზე კარიერის მე-11 ბრძოლას გამართავს, სადაც მისი მეტოქე უგანდელი დევიდ ონამა იქნება.

ქართველი ნინძა ტრავმების შემდეგ სრულად გამოჯანმრთელდა და ამბობს, რომ როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად სრულ მზადყოფნაშია. "ახლა თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველა სირთულის მიუხედავად, ფორმის აღდგენა მოვახერხე," — აცხადებს ჭიკაძე.

გიგას მიზანი ნათელია — ჩემპიონობა. ფინანსურ თუ სხვა სარგებელზე საუბარი მას არ აინტერესებს: "ჩემთვის მთავარი მიზანი ჩემპიონობაა — არც ფული მიზიდავს და არც პოპულარობა. შვილებს პირობა მივეცი, რომ ერთ დღეს შინ ჩემპიონის ქამრით დავბრუნდები. ვიმედოვნებ, ამ ბრძოლით იმ გზაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამ."

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow