“ქალაღალი რომ არ გაგიგია და ფოთი არ იცი რა ქალაქია – იქ სრულდება შენი ამბავი” – ბელქანია წილოსანს

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია: პირველი წელია, რაც წალენჯიხაში ვარ და ზუგდიდში გენდერული საბჭოს პირველ სხდომას ვესწრები. ბუნებრივია მოვემზადე. მრგვალი მაგიდების ირგვლივ 64 მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები შეიკრიბნენ . შეხვედრას წილოსანი ხელმძღვანელობს. მეექვსე გამომსვლელი ვარ და ერთ-ერთ საკითხად სოფ. ქალაღალში (საოკუპაციო ხაზი) გზის, წყლის, გაზის, ამბულატორიის, მაღაზიის უქონლობაზე ვსაუბრობ და ვამბობ, რომ სოფლის ქალებს ყოველდღიურად […]

მაი. 10, 2025 - 03:27
 0
“ქალაღალი რომ არ გაგიგია და ფოთი არ იცი რა ქალაქია – იქ სრულდება შენი ამბავი” – ბელქანია წილოსანს

წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია:

პირველი წელია, რაც წალენჯიხაში ვარ და ზუგდიდში გენდერული საბჭოს პირველ სხდომას ვესწრები.
ბუნებრივია მოვემზადე.
მრგვალი მაგიდების ირგვლივ 64 მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები შეიკრიბნენ .
შეხვედრას წილოსანი ხელმძღვანელობს.
მეექვსე გამომსვლელი ვარ და ერთ-ერთ საკითხად სოფ. ქალაღალში (საოკუპაციო ხაზი) გზის, წყლის, გაზის, ამბულატორიის, მაღაზიის უქონლობაზე ვსაუბრობ და ვამბობ, რომ სოფლის ქალებს ყოველდღიურად ტექნიკური წყლის ზიდვა მეზობელი სოფლიდან ფეხით უწევთ, ისე, რომ არც გზაა და არც ტრანსპორტი. და რომ სარეცხი მანქანა იმ სოფელში, არასოდეს ჩართულა
პრეზენტაცია საინტერესო გამოდგა და ტაშიც დავიმსახურე, რაზეც წილოსანმა გადაწყვიტა, რომ  “..რადგან ასეა, ყველა შემდეგ გამომსვლელს დავუკრათ ტაშიო..”. და ყველა შემდეგი გამომავლელის ფონზე განუწყვეტლივ მეკითხებოდა: -უკაცრავად, შემახსენეთ თქვენ რა გქვიათ?. მე ვდგებოდი ფეხზე და ყოველ ჯერზე ვპასუხობდი, რომ კვლავ თამარი მქვია.
დადგა ქ. ს მერიის გენდერული საბჭოს დროც. პრეზენტაციის ბოლოს წილოსანმა კვლავ მომმართა და ხმამაღლა მირჩია, იქნებ ფოთისგან აგეღოთ მაგალითი როგორაა ფოთის სოფლებს შორის მოგვარებული გზების და ტრანსპორტის საკითხიო.
ლეთოს გაპრანჭული დარბაზი გაიტრუნა.
შეიძლებოდა, პასუხის ნიკოლაძიდან დაწყება მაგრამ თავს არ ვკადრე, უბრალოდ პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს, მოკლედ ვუთხარი, რომ ფოთს სოფლები არ გააჩნია.
საკუთარი ქვეყანა არ იციან და ამიტომ არ იციან რა თქვან.
მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ ეს სასაცილო არ არის.
პარლამენტარი, რომ ხარ, ქალაღალი არ გაგიგია, საოკუპაციო ხაზზე არასდროს ყოფილხარ და ქ.ფოთი არ იცი რა ქალაქია – იქ სრულდება შენი ამბავი.
არადა მმართველი პარტიის პოლიტ.საბჭოს წევრია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow