ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ

ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ

ივლ. 27, 2025 - 23:57
 0
ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი წარმატება უკვე მოიპოვა — გუნდი საუკეთესო 16 გუნდში გავიდა და ბრძოლას აგრძელებს.

საქართველოს ნაკრებმა (სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, ვახტანგ არჩვაძე, გიორგი ურუშაძე) შესანიშნავი სტილით იმარჯვა და უკრაინის ეროვნული გუნდი დამაჯერებლად – 45:28 დაამარცხა.

შემდეგ ეტაპზე, ანუ T16-ში, ჩვენს გუნდის მეტოქე უნგრეთის ნაკრები იქნება.

დაპირისპირება 28 ივლისს, 09:00 საათზე გაიმართება "თბილისი არენაზე".

ქართველი მოფარიკავეები კარგ ფორმაში არიან და როგორც ჩანს, გულშემატკივარს შესანიშნავ სანახაობას კვლავაც ჰპირდებიან. ჩემპიონატი უკვე მნიშვნელოვანი წარმატებით დაიწყო – ახლა მთავარი გზის გაგრძელებაა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow