“ქუთაისში დეველოპმენტი რამდენიმე წელია გააქტიურდა” – ვინ ყიდულობს ბინებს იმერეთში?

თბილისში ახალი დეველოპერული პროექტებისთვის ადგილების დეფიციტია. ბიზნესს თავისუფალი მიწების მოძიება უჭირს. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ ლიმიტირებული პერსპექტივა დედაქალაქის ფარგლებს გარეთ გასვლისკენ უბიძგებთ. 2021 წელს ქუთაისის ბაზარზე გააკეთეს არჩევანი კომპანია პანორამა ჯგუფში და ამ დროისთვის ქალაქში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციით უკვე მესამე პროექტს იწყებენ. პანორამა ჯგუფში ამბობენ, რომ მათ პროექტებში ბინებს ემიგრანტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან […]

აპრ. 25, 2025 - 01:27
 0
“ქუთაისში დეველოპმენტი რამდენიმე წელია გააქტიურდა” – ვინ ყიდულობს ბინებს იმერეთში?

თბილისში ახალი დეველოპერული პროექტებისთვის ადგილების დეფიციტია. ბიზნესს თავისუფალი მიწების მოძიება უჭირს. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ ლიმიტირებული პერსპექტივა დედაქალაქის ფარგლებს გარეთ გასვლისკენ უბიძგებთ.
2021 წელს ქუთაისის ბაზარზე გააკეთეს არჩევანი კომპანია პანორამა ჯგუფში და ამ დროისთვის ქალაქში 50 მილიონი დოლარის ინვესტიციით უკვე მესამე პროექტს იწყებენ. პანორამა ჯგუფში ამბობენ, რომ მათ პროექტებში ბინებს ემიგრანტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მცირე წილით მაგრამ უცხოელებიც ყიდულობენ.
“2021 წლიდან დაიწყო ქუთაისის ბაზარზე დეველოპმენტის გააქტიურება. ზოგადად ქუთაისელებს სჩვევიათ რომ თავიანთ ქალაქებში განახორციელონ, ის რისი დანაკლისი და მოთხოვნაც მათ ჰქონდათ. ახლა უკვე იმდენად განვითარდა დეველოპმენტი, რომ ახალ პროექტებს ქუთაისში ვაანონსებთ.
ძირითად შემთხვევებში ბინებს ყიდულობენ ადგილობრივები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ და აქვთ რომ შეიძინონ ახლად აშენებული ბინა და ის იყოს ყველანაირად მოწესრიგებული სტანდარტების მიხედვით აშენებული. მათი ნაწილი არის ემიგრაციაში წასული და სურთ რომ თავიანთ ქალაქში შეიძინონ უძრავი ქონება. ასევე არიან დაინტერესებული პირები დასავლეთ ევროპიდან, გყავს სხვადასხვა ქვეყნიდან პირები, რომლებმაც საინვესტიციო მიზნით შეიძინეს ჩვენს პროექტებში ბინები.
როცა მათთან გვაქვს კომუნიკაცია, ქუთაისის დანიშნულება როგორც ქვეყნის შუა გულში მდებარე ქალაქის, მათთვის მარტივად დასანახია ქუთაისის აეროპორტიდან გამომდინარე. ქუთაისის აეროპორტი არის ობიექტი, რომელიც ძალიან ბევრ ტრანზიტს აკეთებს სხვადასხვა ქვეყანაში, რამდენიმედღიანი ვიზიტიც კი ტურისტების ძალიან დიდი პლუსია ქალაქისთვის, რაც საინვესტიციოდ მიმზიდველს ხდის ქალაქს.
თუ ქუთაისში 2021 წელს მოთხოვნა იყო შავი კარკასის მდგომარეობით ბინებზე, დღეს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ უძრავ ქონებაზეც გაჩნდა მოთხოვნა. ჩვენს ახალ პროექტში პანორამა რედში საერთაშორისო თანამშრომლობა მოვიპოვეთ “ბესთ ვესტერნ რეზიდენსთან”, აპრილის ბოლოს დუბაიში გავაფორმებთ ხელშეკრულებას და ბაზარს შევთავაზებთ ბაზარს პრემიუმ კლასის მზა ბინებს. საუბარია 180-აპარტამენტიან პროექტზე, რომელიც შიდა და გარე აუზს მოიცავს,”- ამბობს პანორამა ჯგუფის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი ტაბუცაძე.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow