"ღირსი იყავი რომ კიბო გაქვს" - თიკა ჯამბურია მიმართვას ავრცელებს
თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში ეხმაურება მისი და "თედოს" ახალ სიმღერაზე წამოსულ ნეგატიურ ტალღას:"ვიცი რომ ჩვენი ახალი სიმღერა ძალიან შეგიყვარდათ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მუსიკოსები და მომღერლები, რომლებიც მანამდე არასდროს გამომხმაურებიან, მწერდნენ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. ამის მიუხედავად, ორი დღეა, რაც ნეგატიური ტალღა შემეჯახა. არ ვიცი ვინ დაიწყო და აიტაცა, მაგრამ მიხარია, რომ ადამიანები სიმღერის ტექსტს უსმენენ.პირველ რიგში მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ბოროტი ერი ვართ. რომც არ იყო ცუდი ადამიანი, ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ, რომ გაგიტეხავენ. ეს ორი დღეა, ახალი სიმღერის პოსტზე მნიშნავენ და მეუბნებიან: "ღირსი იყავი რომ გიღალატეს", "ღირსი იყავი რომ კიბო გაქვს".ხალხო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ტექსტი იმას არ ნიშნავს, სტიქიები რომ მოხდეს, ომი რომ დაიწყოს ეს ჩვენ დავიმსახურეთ. ტექსტის არსი იმაშია, რომ რაც უფრო კარგად, სიკეთით ვიცხოვრებთ, იგივე დაგვიბრუნდება უკან. ცხოვრებაში ყველაფერი სხვას არ უნდა დააბრალო. ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრების დირიჟორი მე თვითონ ვიყო და წარვმართო. ძალიან გთხოვთ ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას, უბრალოდ მოუსმინეთ და დატკბით სიმღერით" – ამბობს თიკა ჯამბურია.

"ვიცი რომ ჩვენი ახალი სიმღერა ძალიან შეგიყვარდათ და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მუსიკოსები და მომღერლები, რომლებიც მანამდე არასდროს გამომხმაურებიან, მწერდნენ, რომ ძალიან კარგი გამოვიდა. ამის მიუხედავად, ორი დღეა, რაც ნეგატიური ტალღა შემეჯახა. არ ვიცი ვინ დაიწყო და აიტაცა, მაგრამ მიხარია, რომ ადამიანები სიმღერის ტექსტს უსმენენ.
პირველ რიგში მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ბოროტი ერი ვართ. რომც არ იყო ცუდი ადამიანი, ისეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებენ, რომ გაგიტეხავენ. ეს ორი დღეა, ახალი სიმღერის პოსტზე მნიშნავენ და მეუბნებიან: "ღირსი იყავი რომ გიღალატეს", "ღირსი იყავი რომ კიბო გაქვს".
ხალხო, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ტექსტი იმას არ ნიშნავს, სტიქიები რომ მოხდეს, ომი რომ დაიწყოს ეს ჩვენ დავიმსახურეთ. ტექსტის არსი იმაშია, რომ რაც უფრო კარგად, სიკეთით ვიცხოვრებთ, იგივე დაგვიბრუნდება უკან. ცხოვრებაში ყველაფერი სხვას არ უნდა დააბრალო. ვცდილობ, რომ ჩემი ცხოვრების დირიჟორი მე თვითონ ვიყო და წარვმართო. ძალიან გთხოვთ ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას, უბრალოდ მოუსმინეთ და დატკბით სიმღერით" – ამბობს თიკა ჯამბურია.
What's Your Reaction?






