"ყველა მიმტკიცებდა, ძიუდო ქალის საქმე არაა, სხეული დაგიმახინჯდებაო" - ლიპარტელიანი
ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. ბუდაპეშტში გამართულ ჩემპიონატზე მან...

„ვერც კი ვიჯერებდი, რომ ასე მარტივად მოვახერხე ფინალში გამარჯვება. მადლობა ჩემს მწვრთნელებს, ოჯახს, მეგობრებს – ეს ყველა ჩვენგანის შრომის შედეგია“, – აღნიშნა ეთერმა გამარჯვების შემდეგ.
ლიპარტელიანი სპორტის ამ სახეობას 8 წლის ასაკში შეუერთდა. როგორც თავად ამბობს, თავდაპირველად უბრალოდ ენერგიის დასახარჯად წავიდა დარბაზში, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ძიუდო მისთვის ბევრად მეტი იყო.
„ძალიან ბევრს არ სჯეროდა ჩემი. მეუბნებოდნენ, გოგოს ძიუდოში რა გესაქმებაო. ყველა მიმტკიცებდა, რომ სხეული დამიმახინჯდებოდა, ვერ გავიზრდებოდი და ამ სპორტში ჩემი ადგილი არ იყო. დედაც თავიდან წინააღმდეგი იყო – ცეკვაზე მიპირებდა მიყვანას. მარტო მამა მგულშემატკივრობდა ესპანეთიდან“, – იხსენებს ეთერი.
მიუხედავად სირთულეებისა, მან არავის მოუსმინა და თავისი მიზნებისკენ ჯიუტად იარა. დღეს კი თავად წარმოადგენს იმ მაგალითს, როგორ შეუძლია მოთმინებას, შრომას და რწმენას ისტორიის შეცვლა.
წყარო: ambebi.ge
What's Your Reaction?






