"ყოველი დღე არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების" - ჩხაიძე მზია ამაღლობელის მდგომარეობაზე
პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის, ონლაინგამოცემების, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დღეს, 12 თებერვალს, განაცხადა, რომ კლინიკური გუნდი ყველაფერს აკეთებს მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. მზია ამაღლობელი 32-ე დღეა შიმშილობს, ის "ვივამედშია" მოთავსებული. „ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და შიმშილობის ყოველი გაგრძელებული დღე დაკავშირებულია...

What's Your Reaction?






