"შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 16+ მორაგბეებისთვის მესამე დონის ვარჯიშები ჩატარდება

"შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 16+ მორაგბეებისთვის მესამე დონის ვარჯიშები ჩატარდება

ივლ. 1, 2025 - 22:27
 0
"შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 16+ მორაგბეებისთვის მესამე დონის ვარჯიშები ჩატარდება
4-6 ივლისს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ჩატარდება მსოფლიო რაგბის მესამე დონის სამწვრთნელო კურსის საჩვენებელი ვარჯიშები, რომლებშიც მონაწილეობა შეეძლებათ 16+ ასაკის მოთამაშეებს.

4 ივლისს ვარჯიშები დაიწყება 16:30 საათზე; 5 ივლისს 14:30 საათზე; 6 ივლისს 15:00 საათზე.

4 და 5 ივლისს საჩვენებელ ვარჯიშებს დაესწრებიან ინგლისური კლუბის, "ექსეთერ ჩიფსის" წარმომადგენლები და არსებობს შესაძლებლობა, რომ ქართველი მოთამაშეები მიიწვიონ ექსეთერის კოლეჯში სწავლისა და რაგბის თამაშის გასაგრძელებლად.

საჩვენებელ ვარჯიშებში მონაწილეობის მსურველი მოთამაშეები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე

RUGBY.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow