დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ერთმანეთს ლიონელ მესის ინტერ მაიამი და ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი შეხვდებიან.
აღნიშნულ მატჩამდე ცოტა ხნით ადრე ლეო მესიმ პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა:
ეს იყო ორი წელი, რომლისგანაც სიამოვნება არ მიმიღია. არ ვიყავი ბედნიერი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ცუდი დრო იყო ჩემთვის. არ მაწყობდა არც ერთი დღე – არც ვარჯიშები, არც მატჩები. ძალიან მიმძიმდა ადაპტირება.
თავიდან მიღება ძალიან თბილი იყო. მაგრამ შემდეგ ადამიანების განწყობა ჩემს მიმართ შეიცვალა. მოხდა გახლეჩა გულშემატკივრების დიდ ნაწილთან, რაც, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არ ყოფილა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მანამდე მბაპესა და ნეიმარის შემთხვევაში. მე ვიცი, რომ ასეთია მათი ქცევის მანერა.
- თქვა მესიმ.