შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ვ.ტ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს- ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ლ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ტ ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1975 წელს დაბადებული ვ.ტ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შსს- ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ ლ.მ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ტ ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
What's Your Reaction?






