ჩარლზ ოლივიერას პირველი კომენტარი თოფურიასთან ბრძოლის წინ

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მებრძოლთა ორგანიზაციაში, UFC-ში, კიდევ ერთი მაღალი დონის დაპირისპირება შედგება...

მაი. 14, 2025 - 18:27
 0
ჩარლზ ოლივიერას პირველი კომენტარი თოფურიასთან ბრძოლის წინ
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მებრძოლთა ორგანიზაციაში, UFC-ში, კიდევ ერთი მაღალი დონის დაპირისპირება შედგება — 28 ივნისს, ლას ვეგასში, ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონობისთვის. ამ ბრძოლის ოფიციალურად დანიშვნის შესახებ UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა განაცხადა.

ბრძოლის გაოფიციალურების შემდეგ კომენტარი გააკეთა თავად ოლივეირამაც. მისი თქმით, გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა და სრულ მზადყოფნაში იმყოფება:

ვვარჯიშობდი, როცა ყველამ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა. ტელეფონი ავიღე და შევიტყვე, რომ თოფურიას ვხვდები. ამ ბრძოლისთვის მზად ვარ – ჩემთვის ეს ქამრის დაბრუნებაა იქ, სადაც მისი ადგილი ყოველთვის იყო,“ — აღნიშნა ბრაზილიელმა.

ოლივეირამ თოფურია კონკურენტად შეაფასა, თუმცა განაცხადა, რომ მთავარი მისთვის საკუთარი ფორმა და მიზანია:

ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩემთვის მთავარია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ვიცი, რა ძალა მაქვს და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებ,“ — დაამატა მან.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow