"ჩემთვის ოქროს ბურთს ფასი დაეკარგა" - კრიშტიანუ რონალდუ ფავორიტებზე დასმულ კითხვაზე
"ჩემთვის ოქროს ბურთს ფასი დაეკარგა" - კრიშტიანუ რონალდუ ფავორიტებზე დასმულ კითხვაზე

ერთა ლიგის 2025 წლის ფინალური მატჩის წინა პრესკონფერენციაზე პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, კრიშტიანო რონალდომ, როგორც მოახლოვებულ მატჩზე, ისე ინდივიდუალურ ჯილდოებზეც საინტერესო კომენტარი გააკეთა.
40 წლის ლეგენდარულ ფეხბურთელს ჰკითხეს 2025 წლის „ოქროს ბურთის“ მოსალოდნელ გამარჯვებულზე, რაზეც მან საკმაოდ პირდაპირი და გულწრფელი პასუხი გასცა.
"ინდივიდუალური ჯილდოების არ მჯერა. ვიცი, რა ხდება კულისებში და როგორ მუშაობს ეს სისტემა. ჩემი აზრით, „ოქროს ბურთი“ იმ ფეხბურთელს უნდა ერგებოდეს, ვინც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გუნდის წევრია და მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობდა.
წელს ბევრი საინტერესო კანდიდატია — დემბელე, იამალი, მბაპე, ვიტინია. თუმცა, ჩემთვის პირადად, „ოქროს ბურთს“ ბოლო წლებში ფასი დაკარგული აქვს. ვთვლი, რომ უფრო მეტად მარკეტინგული და პოპულარობის ელემენტები გადასწონს რეალურ საფეხბურთო დამსახურებებს“ — განაცხადა კრიშტიანო რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგა პარი სენ-ჟერმენმა მოიგო. ფინალში ფრანგულმა გრანდმა მანჩესტერ სიტი დაამარცხა და ისტორიაში პირველად დაეუფლა ევროპულ საფეხბურთო სუპერ ჯილდოს. ამ გამარჯვებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი სწორედ უსმან დემბელემ შეასრულა, რის გამოც დღეს ის "ოქროს ბურთის" მთავარ ფავორიტად განიხილება.
რაც შეეხება თავად რონალდოს — პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კარიერაში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო ხუთჯერ მოიგო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის ჩამორჩება (მესის აქტივში 8 „ოქროს ბურთია“).
მანამდე კი რონალდოს წინ უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ელოდება. 8 ივნისს ერთა ლიგის ფინალში პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
What's Your Reaction?






