ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა - ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია. ინფორმაციას ჩოხატაურის მერია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გადაადგილება უმოკლეს ვადაში აღდგება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ცაგერშიც. ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია კურორტ ლაშიჭალისკენ მიმავალ გზაზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია. ინფორმაციას ჩოხატაურის მერია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გადაადგილება უმოკლეს ვადაში აღდგება.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ცაგერშიც. ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია კურორტ ლაშიჭალისკენ მიმავალ გზაზე.
What's Your Reaction?






