“ცნობიერება დაუბრუნდა, თუმცა მეტყველება უჭირს" - როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა
37 წლის ქალის მდგომარეობა, რომელსაც 5 ივნისს, ხაშურში მომხდარი შემთხვევის შემდგომ ინტენსიური მკურნალობა უტარდება, გაუმჯობესდა, - აღნიშნულის შესახებ AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა.5 ივნისის შემდგომ, ნანა ხიხაძეს მკურნალობა ჯერ ხაშურში უტარდებოდა, შემდგომ კი მისი გადაყვანა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა, სადაც ამ დრომდე რჩება.ახლობლების ინფორმაციით, ქალს ცნობიერება გუშინ საღამოს დაუბრუნდა, თუმცა, მეტყველება და კომუნიკაციის სხვა უნარები ჯერჯერობით კვლავ შეზღუდული აქვს, შესაბამისად, მკურნალობა კვლავ უგრძელდება.შეგახსენებთ, შემთხვევა ხაშურში 5 ივნისს მოხდა, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი კომატოზურ მდგომარეობაში დახვდა. მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ამ დრომდე განიხილება ინტოქსიკაცია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.

5 ივნისის შემდგომ, ნანა ხიხაძეს მკურნალობა ჯერ ხაშურში უტარდებოდა, შემდგომ კი მისი გადაყვანა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა, სადაც ამ დრომდე რჩება.
ახლობლების ინფორმაციით, ქალს ცნობიერება გუშინ საღამოს დაუბრუნდა, თუმცა, მეტყველება და კომუნიკაციის სხვა უნარები ჯერჯერობით კვლავ შეზღუდული აქვს, შესაბამისად, მკურნალობა კვლავ უგრძელდება.
შეგახსენებთ, შემთხვევა ხაშურში 5 ივნისს მოხდა, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი კომატოზურ მდგომარეობაში დახვდა. მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ამ დრომდე განიხილება ინტოქსიკაცია. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.
What's Your Reaction?






