ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ”
ევა და მის და – ანამარია ბუთიაშვილები ყვარლის რაიონის სოფელ გავაზიდან არიან. მათ სოციალურ ქსელებიდან კარგად იცნობენ – ფაქტობრივად უკვე ინტერნეტვარსკვლავები არიან. გოგონებს ვიდეოს დედა – ფიქრია ჩეკურიშვილი-ბუთიაშვილი ყოველდღიურად უღებს და სოციალურ ქსელში ათავსებს. ფიქრია გავაზის საბავშვო ბაღის პედაგოგია. მისი გადაღებული ვიდეოების დამსახურებით გოგონებს ინტერნეტმომხმარებელი ხომ კარგად იცნობს და უკვე ტელემაყურებლებისთვისაც აღარ არიან უცნობები, – არაერთი … ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ” Read More » The post ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ” appeared first on elNews.ge.

ევა და მის და – ანამარია ბუთიაშვილები ყვარლის რაიონის სოფელ გავაზიდან არიან. მათ სოციალურ ქსელებიდან კარგად იცნობენ – ფაქტობრივად უკვე ინტერნეტვარსკვლავები არიან. გოგონებს ვიდეოს დედა – ფიქრია ჩეკურიშვილი-ბუთიაშვილი ყოველდღიურად უღებს და სოციალურ ქსელში ათავსებს. ფიქრია გავაზის საბავშვო ბაღის პედაგოგია. მისი გადაღებული ვიდეოების დამსახურებით გოგონებს ინტერნეტმომხმარებელი ხომ კარგად იცნობს და უკვე ტელემაყურებლებისთვისაც აღარ არიან უცნობები, – არაერთი გადაცემის სტუმრები ყოფილან. მათი ახლოს გაცნობა ჩვენც გადავწყვიტეთ და ფიქრია ჩეკურიშვილ-ბუთიაშვილს გავესაუბრეთ.
– ევა საბავშვო ბაღში 4 თვის ასაკიდან დამყავს. კალათში ჩავსვამდი ხოლმე და ისე ვატარებდი. სამსახური და უფროსები ხელს მიწყობდნენ. 8 წელია, რაც იქ ვმუშაობ, ევა კი უკვე 4 წლისაა, უფროსი გოგონა – 11 წლის.
– საოცარი გოგონები გყავთ, ევა მაინც განსაკუთრებული ბავშვია…
– თავიდანვე ასეთი იყო, 7-8 თვისას თუ ვინმე მოეფერებოდა, გაუღიმებდა, ხელში აიყვანდა, მაგალითად, მეზობელი გარეთ გაიყვანდა, გაასეირნებდა, მადლიერების ნიშნად, ხელზე კოცნიდა. სიყვარულს მის მიმართ ასე გამოხატავდა.
– ძალიან არტისტულია, – ვის ჰყავს?
– ჩემს ბაბოს – ფადიშა ცუკოშვილს. უდიპლომო არტისტი იყო. “თეატრალურში” ჩააბარა, მაგრამ იქ ვერ გაძლო, დედა მენატრებაო და აღარ ისწავლა. ფადიშა მამაჩემის დედა იყო, ანუ ევას დიდი ბებო, რომელიც ცოცხალი აღარ არის, 8 წლის წინ გარდაიცვალა. ევას დაბადებას ვერ მოესწრო. პაპა კი ცოცხალია, მისი მეუღლე, 89 წლისაა. ევა რაც არ უნდა დავარიგო და ვუთხრა, მაინც თავისით და თავისებურად აკეთებს ყველაფერს, გინდაც იმ ვიდეოებში, რომელსაც ვიღებ.
– ვიდეოს ყოველდღე უღებთ?
– დილა რომ თენდება და ევა გაიღვიძებს, პირველი უფალს მადლობას ეუბნება, რომ ცოცხალია, კარგად არის და მერე ანამარიასთან ერთად ლოცულობს… შემდეგ ხელ-პირს დაიბანენ, მოწესრიგდებიან და თუ საქმე მაქვს, ვთქვათ, ბოსტანში, მომყვებიან. სულ ჩემთან არიან, სულ ერთად ვართ – სადაც მივდივარ, შვილები თან დამყავს. მოკლედ, დილით ყველა ძირითად საქმე რომ მოილევენ, ევა მეტყვის, – არ ჩავწეროთ? უნდა, რომ მიესალმოს ხალხს და ასე ყოველდღიურ საქმედ გვექცა ვიდეოს გადაღება. ისეთი ბავშვია, ისეთი საქციელი აქვს, ისეთი თვისებები, რომ სულ ტელეფონი უნდა გეჭიროს და ვიდეოს უღებდე. უბრალოდ ამის დრო მუდმივად არ მაქვს, ოჯახი, თავად ბავშვები, სამსახური, უამრავი საქმეა. სასწაულებს აკეთებს და საოცრებებს ლაპარაკობს, საიდან იგონებს, არ ვიცი.
– მამიკოს რატომ არ აჩენთ ვიდეოებში?
– არ უყვარს ვიდეოში გამოჩენა და მიზეზიც ესაა.
იხილეთ ვრცლად Ambebi.ge-ზე
The post ცნობილი დების ცხოვრება ინტერნეტს მიღმა: რას ჰყვება ევა და ანამარია ბუთიაშვილების დედა – “ბიბლიიდან საღამოობით თითო თავს ვუკითხავ” appeared first on elNews.ge.
What's Your Reaction?






