ცუდი ამბავი ალონსოსთვის - შესაძლოა, ბელინგემს მხრის ოპერაცია ძვირად დაუჯდეს
2025/2026 წლების სტარტზე ბელინგემი რამდენიმე თვის გამოტოვების ზღვარზეა

საქმე ეხება მხრის დაზიანებას, რომელიც ინგლისელ ნახევარმცველს უკვე რამდენიმე თვეა აწუხებს.
ახლახანს The Athletic-მა დაწერა, რომ მხარზე ქირურგიული ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ბელინგემი 2025/2026 წლების სეზონის სტარტზე პირველ 3 თვეს გამოტოვებს, რა დროშიც რეალს საკმაო ოდენობის შეხვედრის გამართვა მოუწევს.
აქვე გეტყვით, რომ ჯუდის გარემოცვასა და კლუბს ოპერაცია ივლისის თვეში აქვთ ჩანიშნული და ჯერჯერობით მისი გადატანა ან ტრავმის რაიმე სხვა გზით მოშუშება არ იგეგმება.
What's Your Reaction?






