"წყალ­მა წა­ი­ღოო, როცა ამოჰ­ყავ­და­თო" - რას ყვებიან თვითმხილველები მტვარში გადავარდნილი მანქანის შესახებ

გუშინ ღამის 2 საათისთვის მტკვარში ავტომობილი გადავარდა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია:"შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა.გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან" - ნათქვამია განცხადებაში."ტვ პირველთან" თვითმხილველები ყვებიან:"ოთხნი იყ­ვნენ მან­ქა­ნა­ში, 1 გა­დარ­ჩა, სამს ეძე­ბენ. წუ­ხელ ღა­მით, 2:00 სა­ათ­ზე და­მი­რე­კა ძმა­კაც­მა და მა­გის შემ­დეგ აქ ვარ. რო­გორც კი გა­ი­გეს და გა­ავ­რცე­ლეს, მა­გის მერე აქ ვარ. ახლა იკ­ლებს წყა­ლი" - აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის­ტთან ად­გილ­ზე მყო­ფი.“ერთი ამოყ­ვა­ნი­ლია, ერ­თმა გა­ცუ­რა წყალ­ში, ვერ მო­ას­წრეს ამოყ­ვა­ნა" - აცხა­დებს მა­მა­კა­ცი."წყალ­მა წა­ი­ღოო, როცა ამოჰ­ყავ­და­თო. 2 მან­ქა­ნა­ში­აო, ამ­ბო­ბენ..." - აცხა­დე­ბენ ად­გილ­ზე მყო­ფე­ბი.

მაი. 14, 2025 - 15:57
 0
"წყალ­მა წა­ი­ღოო, როცა ამოჰ­ყავ­და­თო" - რას ყვებიან თვითმხილველები მტვარში გადავარდნილი მანქანის შესახებ
გუშინ ღამის 2 საათისთვის მტკვარში ავტომობილი გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია:

"შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან" - ნათქვამია განცხადებაში.

"ტვ პირველთან" თვითმხილველები ყვებიან:

"ოთხნი იყ­ვნენ მან­ქა­ნა­ში, 1 გა­დარ­ჩა, სამს ეძე­ბენ. წუ­ხელ ღა­მით, 2:00 სა­ათ­ზე და­მი­რე­კა ძმა­კაც­მა და მა­გის შემ­დეგ აქ ვარ. რო­გორც კი გა­ი­გეს და გა­ავ­რცე­ლეს, მა­გის მერე აქ ვარ. ახლა იკ­ლებს წყა­ლი" - აცხა­დებს ჟურ­ნა­ლის­ტთან ად­გილ­ზე მყო­ფი.

“ერთი ამოყ­ვა­ნი­ლია, ერ­თმა გა­ცუ­რა წყალ­ში, ვერ მო­ას­წრეს ამოყ­ვა­ნა" - აცხა­დებს მა­მა­კა­ცი.

"წყალ­მა წა­ი­ღოო, როცა ამოჰ­ყავ­და­თო. 2 მან­ქა­ნა­ში­აო, ამ­ბო­ბენ..." - აცხა­დე­ბენ ად­გილ­ზე მყო­ფე­ბი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow