ჯერ გავიგოთ, აღიარებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთი/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით - პრემიერი

პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება რადიკალური ოპოზიციის და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია, როგორ უდგებიან ეუთო/ოდირ-ის შარშანდელ დასკვნას, ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის დასკვნა გახდა არა მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც და ჯერ გასაგებია, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები შარშანდელ დასკვნას, რის შემდეგაც შესაძლებელია მსჯელობა ეუთო/ოდირ-ის მოწვევაზე. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გავიგოთ, რა ხდება ეუთო/ოდირ-თან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირ-მა დაწერა დასკვნა და ეუთო/ოდირი გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირ-ის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება, ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირ-ის მოწვევაზე. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციის და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია, როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირ-მა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული. „„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მათ უამრავი მცდელობა ჰქონდათ საბოტაჟის კუთხით, მაგრამ არც ერთი მათი მცდელობა არ აღმოჩნდა წარმატებული. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში. ასევე აღნიშნა, რომ გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ ოთხ მუნიციპალიტეტში აქვთ შექმნილი კოალიცია და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუების მცდელობა ყველაფერზე მეტყველებს. „ამ შემთხვევაში, ქალბატონი ანა წითლიძე არის აბსოლუტურად მართალი – ოთხ მუნიციპალიტეტში დღემდე აქვთ შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას, ეს ხომ ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ტყუილის თქმას რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე მეტყველებს. არ შეიძლება, ამ დონის ტყუილი აკადრო საზოგადოებას, სწორედ ამიტომ არიან დისკრედიტებულნი. ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუვდება და სათანადოდ აფასებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს“, - განაცხადა პრემიერმა.    

ივლ. 10, 2025 - 13:57
 0
ჯერ გავიგოთ, აღიარებს თუ არა რადიკალური ოპოზიცია და საერთაშორისო სუბიექტები ეუთი/ოდირის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირის მოწვევასთან დაკავშირებით - პრემიერი

პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება რადიკალური ოპოზიციის და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია, როგორ უდგებიან ეუთო/ოდირ-ის შარშანდელ დასკვნას, ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის დასკვნა გახდა არა მხოლოდ ქართული რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც და ჯერ გასაგებია, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები შარშანდელ დასკვნას, რის შემდეგაც შესაძლებელია მსჯელობა ეუთო/ოდირ-ის მოწვევაზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გავიგოთ, რა ხდება ეუთო/ოდირ-თან დაკავშირებით. თქვენ გახსოვთ, რომ წინა არჩევნებზე ეუთო/ოდირ-მა დაწერა დასკვნა და ეუთო/ოდირი გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქართული რადიკალური ოპოზიციის თავდასხმის ობიექტი, არამედ საერთაშორისო სუბიექტების თავდასხმის ობიექტიც. ჯერ გავიგოთ, აღიარებენ თუ არა ეს ადამიანები ეუთო/ოდირ-ის შარშანდელ დასკვნას და ამის შემდეგ ჩვენ შეიძლება, ვიმსჯელოთ ეუთო/ოდირ-ის მოწვევაზე. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება აქაური რადიკალური ოპოზიციის და საერთაშორისო სუბიექტების პოზიცია, როგორ უდგებიან შარშანდელ დასკვნას, რომელიც მოამზადა ეუთო/ოდირ-მა. ამის შემდეგ ვიმსჯელოთ ყველაფერ დანარჩენზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული.

„„ნაცმოძრაობის“ გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, მათ უამრავი მცდელობა ჰქონდათ საბოტაჟის კუთხით, მაგრამ არც ერთი მათი მცდელობა არ აღმოჩნდა წარმატებული. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, „ქართული ოცნება“ მოიგებს როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში. ასევე აღნიშნა, რომ გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ ოთხ მუნიციპალიტეტში აქვთ შექმნილი კოალიცია და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუების მცდელობა ყველაფერზე მეტყველებს.

„ამ შემთხვევაში, ქალბატონი ანა წითლიძე არის აბსოლუტურად მართალი – ოთხ მუნიციპალიტეტში დღემდე აქვთ შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასა“ და გახარიას, ეს ხომ ფაქტია. ამასთან დაკავშირებით ტყუილის თქმას რომ ცდილობ და საზოგადოების მოტყუებას, ეს ყველაფერზე მეტყველებს. არ შეიძლება, ამ დონის ტყუილი აკადრო საზოგადოებას, სწორედ ამიტომ არიან დისკრედიტებულნი. ყოველ ჯერზე ისინი ცდილობენ, მოატყუონ საზოგადოება. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, საზოგადოება არ ტყუვდება და სათანადოდ აფასებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების ქმედებებს“, - განაცხადა პრემიერმა.

 
 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow