ჰანსი ფლიკმა პეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა

გერმანელი სპეციალისტის დიდებული სადებიუტო სეზონი ბარსაში

აპრ. 27, 2025 - 20:27
 0
ჰანსი ფლიკმა პეპ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა
ბარსელონას გერმანელ დამრიგებელ ჰანსი ფლიკს გუნდში შესანიშნავი სადებიუტო სეზონი აქვს. ფლიკმა ბარსასთან ერთად უკვე 2 ტიტული მოიგო და წინ კიდევ 2 მოგება შეუძლია.

სხვათა შორის, ამასობაში ფლიკმა პეპ გვარდიოლას რეკორდი გააუმჯობესა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ფლიკი პეპის შემდეგ პირველია, ვინც ბარსას დამრიგებლის როლში მადრიდის რეალი პირველივე სამ შეხვედრაში დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ 2 კვირაში ლა ლიგის ეგიდით კიდევ ერთი ელ კლასიკო გაიმართება, მისი მოგებით კი ფლიკი გვარდიოლას გადასწრებასაც შეძლებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow