0:3 “ჩელსისთან” – პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ „ჩელსისთან“ 0:3 დამარცხდა. მატჩი ლონდონურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველი მომენტიც შექმნა, მაგრამ პალმერმა ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა. აქედან მოყოლებული უპირატესობას პსჟ დაეუფლა, დუეს მიეცა შანსი, თუმცა გადაცემა ჰაკიმის გაუკეთა და კუკურელიამ დაძაბულობა განმუხტა. შემდეგ დუეს გატანა მეკარე სანჩესმა არ დაანება. მერე რვაწუთიან ინტერვალში პალმერმა დუბლი შეასრულა და „ჩელსი“ 2:0 […]

ივლ. 14, 2025 - 01:57
 0
0:3 “ჩელსისთან” – პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ „ჩელსისთან“ 0:3 დამარცხდა.
მატჩი ლონდონურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველი მომენტიც შექმნა, მაგრამ პალმერმა ბურთი მიზანს ოდნავ ააცილა. აქედან მოყოლებული უპირატესობას პსჟ დაეუფლა, დუეს მიეცა შანსი, თუმცა გადაცემა ჰაკიმის გაუკეთა და კუკურელიამ დაძაბულობა განმუხტა. შემდეგ დუეს გატანა მეკარე სანჩესმა არ დაანება. მერე რვაწუთიან ინტერვალში პალმერმა დუბლი შეასრულა და „ჩელსი“ 2:0 გავიდა წინ. მარესკას შეგირდები უფრო მწვავედ მოქმედებდნენ, სწრაფი კოტრიერიშებისას წელავდნენ პარიზელთა დაცვას, უფრო სახიფათონი იყვნენ და პედროს მესამე გოლიც ლოგიკური გახლდათ, რომელსაც პასი პალმერმა გაუკეთა. კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე აქტიურობდა, გიუსტომ მასთან ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია, რომ გიუსტოს ჩალობა კარგად აზღვევდა, ხოლო დემბელე საერთოდ გამოთიშული იყო თამაშიდან.
მეორე ტაიმში „პარი სენ ჟერმენმა“ ერთი პერიოდი ზეწოლა გააძლიერა: ხვიჩა გიუსტოს გაექცა, მისი დარტყმული ბურთი სანჩესმა უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი პარიზელთაგან არავინ აღმოჩნდა. ცოტა ხანში დემბელეს სამიოდ მეტრიდან მეკარემ არ გაატანინა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 58-ე წუთზე „კვარა“ ბარკოლათი შეცვალა. ლონდონელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ დელაპს ორჯერ დონარუმამ აჯობა. პსჟ-ს ფეხბურთელებს ნერვიულობა დაეტყოთ, ხშირი გახდა შეხლა-შემოხლა, 85-ე წუთზე ნევეშმა კუკურელიას თმაზე მოქაჩა და მსაჯმა გააძევა. ეგ იყო და ეგ.
ერთი სიტყვით, ამ კონკრეტულ შეხვედრაში უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა და გუშინ მისი გუნდის ფეხბურთელების გაკეთებული თამამი განცხადებები გამართლდა.
ჩელსი – პსჟ 3:0
გაძევება: ნევეში (84, პსჟ)

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow