1 200 000-მდე ლარი თორიის და ყაურმას საავტომობილო გზებისთვის – ნინოწმინდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, თორიაში და ყაურმაში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც 1 200 000-მდე ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სოფელ ყაურმის შ800 მეტრიანი შიდა გზისთვის, 593 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო სოფელ თორიის 700 მეტრიანი მონაკვეთისთვის – 566 000 ლარი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, პროექტი გარდამავალია, […]

მაი. 11, 2025 - 11:27
 0
1 200 000-მდე ლარი თორიის და ყაურმას საავტომობილო გზებისთვის – ნინოწმინდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, თორიაში და ყაურმაში შიდა საავტომობილო გზების რეაბილიტაცია იგეგმება, რომლისთვისაც 1 200 000-მდე ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაცია “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სოფელ ყაურმის შ800 მეტრიანი შიდა გზისთვის, 593 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო სოფელ თორიის 700 მეტრიანი მონაკვეთისთვის – 566 000 ლარი.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, პროექტი გარდამავალია, შესაბამისად თანხის ნაწილი 2025 წლის, ხოლო ნაწილი 2026 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
თანხის ნაწილი, 67 %-მდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
წინადადებების მიღება 15-20 მაისს იწარმოებს.
წყარო: toktv.ge

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow