13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა – მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი. სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-მდე ოჯახი და 1 000-მდე ადამიანი. წყალდიდობის შედეგად თითქმის […]

ივნ. 13, 2025 - 02:27
 0
13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა – მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი.

სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-მდე ოჯახი და 1 000-მდე ადამიანი.

წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი სტიქიას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow