“13 წლის ბიჭი დაგვეღუპა! ხალხს უნდა, თუ არა, იძულებულია, ლიანდაგებზე იმოძრაოს" - ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
ბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, მატარებელი არასრულწლოვანს დაეჯახა და საუბედუროდ, ბიჭი ადგილზევე გარდაიცვალა. ტერიტორიაზე, სადაც ეს ტრაგედია დატრიალდა, სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილობრივების თქმით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ისინი მომხდარს რკინიგზის ლიანდაგებისა და დასახლების მჭიდრო სიახლოვით ხსნიან.- ჩვენს ქალაქში მორიგმა უბედურებამ კვლავ არასრულწლოვანი შეიწირა. საშინელი შოკი და უიმედობა გვაქვს. ჩვენთან რკინიგზის ლიანდაგები, ფაქტობრივად, დასახლებაში გადის, ლამის ეზოებში ჩაგვიაროს მატარებელმა. ამიტომაც, ხალხს უნდა, თუ არა, იძულებულია ლიანდაგებზე იმოძრაოს, სადაც ბავშვებიც ხშირად თამაშობენ და გადარბიან კიდეც. ან კი რა ქნან, შინ რომ მივიდნენ, ლიანდაგი უნდა გაიარონ. ეს რკინიგზა ადრე შუა ქალაქში გადიოდა. მერე, გეგონება, კარგი გამოსავალი იპოვეს და ზუსტად არ მახსოვს, 17-18 წლის წინ, ჩვენს დასახლებაში გადმოიტანეს. ჩვენთან ბოლო სადგური მდებარეობს და აქედან ხდება მატარებლების დაძვრა.- ეს უბედურება როგორ, რანაირად მოხდა?- ჩვენი უბნელი უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა, 13 წლის. უკარგესი ოჯახი, შვილებს თავს რომ ევლებიან და თვალის არიდან არ იცილებენ, რაიმე ხიფათი არ დაემართოთო, ეს ასეთი ოჯახია. უფალმა მისცეს გამძლეობა ამ ხალხს. ბავშვი ჩვეულებრივად გადადიოდა ლიანდაგზე და ამ დროს დაეჯახა ბათუმი-ქუთაისის მიმართულების მატარებელი, ახალი დაძრული იყო ლიანდაგიდან.წყარო: kvirispalitra.ge

ადგილობრივების თქმით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. ისინი მომხდარს რკინიგზის ლიანდაგებისა და დასახლების მჭიდრო სიახლოვით ხსნიან.
- ჩვენს ქალაქში მორიგმა უბედურებამ კვლავ არასრულწლოვანი შეიწირა. საშინელი შოკი და უიმედობა გვაქვს. ჩვენთან რკინიგზის ლიანდაგები, ფაქტობრივად, დასახლებაში გადის, ლამის ეზოებში ჩაგვიაროს მატარებელმა. ამიტომაც, ხალხს უნდა, თუ არა, იძულებულია ლიანდაგებზე იმოძრაოს, სადაც ბავშვებიც ხშირად თამაშობენ და გადარბიან კიდეც.
ან კი რა ქნან, შინ რომ მივიდნენ, ლიანდაგი უნდა გაიარონ. ეს რკინიგზა ადრე შუა ქალაქში გადიოდა. მერე, გეგონება, კარგი გამოსავალი იპოვეს და ზუსტად არ მახსოვს, 17-18 წლის წინ, ჩვენს დასახლებაში გადმოიტანეს. ჩვენთან ბოლო სადგური მდებარეობს და აქედან ხდება მატარებლების დაძვრა.
- ეს უბედურება როგორ, რანაირად მოხდა?
- ჩვენი უბნელი უკარგესი ბიჭი დაგვეღუპა, 13 წლის. უკარგესი ოჯახი, შვილებს თავს რომ ევლებიან და თვალის არიდან არ იცილებენ, რაიმე ხიფათი არ დაემართოთო, ეს ასეთი ოჯახია.
უფალმა მისცეს გამძლეობა ამ ხალხს. ბავშვი ჩვეულებრივად გადადიოდა ლიანდაგზე და ამ დროს დაეჯახა ბათუმი-ქუთაისის მიმართულების მატარებელი, ახალი დაძრული იყო ლიანდაგიდან.
წყარო: kvirispalitra.ge
What's Your Reaction?






