14 წლიანი პაუზის შემდეგ, სირია SWIFT-ს შეუერთდება -Financial Times

Financial Times ცნობით, სირიის ახალი ხელმძღვანელობა, აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით, ქვეყნის ფინანსური სისტემის მალე საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-თან დაკავშირებას ვარაუდობს, რომელიც სანქციების გამო 14 წლის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. ეს სირიის ეკონომიკის მსოფლიოსთვის გახსნის პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება. ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, აბდულქადერ ჰურსიმ, Financial Times-ს განუცხადა, რომ ის ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდისთვის შემუშავებულ სტაბილიზაციის გეგმას ამუშავებს, რომელიც […]

ივნ. 10, 2025 - 02:27
 0
14 წლიანი პაუზის შემდეგ, სირია SWIFT-ს შეუერთდება -Financial Times

Financial Times ცნობით, სირიის ახალი ხელმძღვანელობა, აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით, ქვეყნის ფინანსური სისტემის მალე საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-თან დაკავშირებას ვარაუდობს, რომელიც სანქციების გამო 14 წლის განმავლობაში მიუწვდომელი იყო.
ეს სირიის ეკონომიკის მსოფლიოსთვის გახსნის პირველი სერიოზული ნაბიჯი იქნება.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, აბდულქადერ ჰურსიმ, Financial Times-ს განუცხადა, რომ ის ექვსიდან თორმეტ თვემდე პერიოდისთვის შემუშავებულ სტაბილიზაციის გეგმას ამუშავებს, რომელიც მოიცავს საბანკო სისტემის რეფორმირებას, ვალუტის პოლიტიკას, უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას და სავაჭრო ბარიერების მოხსნას.
„სირია ცდილობს გააუმჯობესოს ქვეყნის, როგორც ფინანსური ცენტრის იმიჯი, რეკონსტრუქციასა და ინფრასტრუქტურაში მოსალოდნელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გათვალისწინებით – ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია… წინ კიდევ ბევრი სამუშაოა“, – თქვა მან.
ჰუსრის თქმით, SWIFT-ის დაბრუნება ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობის გაძლიერებას, იმპორტის ხარჯების შემცირებას და ექსპორტის ხელშეწყობას. ეს ასევე მოიზიდავს საჭირო უცხოურ ვალუტას, გააძლიერებს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ძალისხმევას და შეამცირებს არაფორმალურ ფინანსურ ქსელებზე დამოკიდებულებას საზღვრისპირა ვაჭრობისთვის.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow