1500, 3000 და 4500 ლარი – ნახეთ, ვინ მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა: I შვილი – 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა; II შვილი – 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა; III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა; ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით. ტყუპები – 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა; გარდა ამისა, ფულადი […] The post 1500, 3000 და 4500 ლარი – ნახეთ, ვინ მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას appeared first on .

მაი. 13, 2025 - 10:57
 0
1500, 3000 და 4500 ლარი – ნახეთ, ვინ მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა:

I შვილი – 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;
II შვილი – 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;
III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.

ტყუპები – 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;

გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:

I შვილი – ყოველთვიურად 150 ლარი;
II შვილი – 300 ლარი;
III შვილი – 450 ლარი;

ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.

ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.

ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;

ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს “მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის” სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან

9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.საკრებულოს დადგენილება “თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის” დამტკიცების შესახებ იხილეთ ბმულზე.

The post 1500, 3000 და 4500 ლარი – ნახეთ, ვინ მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow