1500 და 4500 ლარი ოჯახებს – ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა: I შვილი – 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;II შვილი – 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.ტყუპები – 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე … 1500 და 4500 ლარი ოჯახებს – ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს Read More » The post 1500 და 4500 ლარი ოჯახებს – ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს appeared first on elNews.ge.

მაი. 12, 2025 - 19:27
 0
1500 და 4500 ლარი ოჯახებს – ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის ინიციატივით, ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიზარდა:

I შვილი – 1500 ლარი, ნაცვლად 300 ლარისა;
II შვილი – 3000 ლარი, ნაცვლად 400 ლარისა;
III შვილი – 4500 ლარი, ნაცვლად 500 ლარისა;
ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 1500 ლარით.
ტყუპები – 10 000 ლარი, ნაცვლად 1000 ლარისა;
გარდა ამისა, ფულადი დახმარება ყოველთვიურად გადაეცემათ 1 წლამდე ბავშვის ოჯახებს:
I შვილი – ყოველთვიურად 150 ლარი;
II შვილი – 300 ლარი;
III შვილი – 450 ლარი;
ყოველ მომდევნო შვილზე არსებული თანხა გაიზრდება 150 ლარით.
ფინანსური დახმარების მისაღებად, მერიაში მშობლის განაცხადი უნდა დაფიქსირდეს ბავშვის დაბადებიდან 3 თვის განმავლობაში.
ამასთან, აუცილებელია, ორივე მშობელი რეგისტრირებული იყოს თიანეთის მუნიციპალიტეტში;
ორივე მათგანს მინიჭებული ჰქონდეს “მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის” სტატუსი, რაც ნიშნავს იმას, რომ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან
9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრობდეს თიანეთის მუნიციპალიტეტში.საკრებულოს დადგენილება “თიანეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სოციალური დახმარების გაცემის წესის” დამტკიცების შესახებ იხილეთ ბმულზე.

წყარო: ​primetime.ge

The post 1500 და 4500 ლარი ოჯახებს – ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს appeared first on elNews.ge.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow