16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა

16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა

აპრ. 21, 2025 - 01:57
 0
16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე იასპარეზა. 12-დან 18 აპრილის ჩათვლით, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ჩატარებული ტურნირის ფარგლებში, ჩვენმა გუნდმა სამი მატჩი გამართა.

მასპინძელ ალბანეთთან ჩატარებული სასტარტო შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, შეხვედრის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გუნდები 11-მეტრიანების სერიას ასრულებენ, სადაც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ასაკობრივ გუნდთან მინიმალური ანგარიშით დათმო. ტურნირის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთს შეხვდრა და ძირითად დროში დაფიქსირებული ფრის (2:2) შემდეგ, პენალტების სერიაში დამარცხდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow