16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე გამოსვლა დაასრულა

საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, კიშინიოვში დასრულებულ უეფას განვითარების თასზე, მეორე ადგილი დაიკავა...

აპრ. 20, 2025 - 13:56
 0
16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფას განვითარების თასზე გამოსვლა დაასრულა
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, კიშინიოვში დასრულებულ უეფას განვითარების თასზე, მეორე ადგილი დაიკავა. ჩვენმა ასაკობრივმა, ჯგუფის ორი მატჩი მასპინძელ, მოლდოვასთან და აზერბაიჯანთან დათმო, ხოლო ესტონეთს - 4:0 სძლია.

სანდრო კობახიძის 16-წლამდე ნაკრები შემოდგომაზე, 17-წლამდე ნაკრების ეგიდით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში - ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.

14 აპრილი | ესტონეთი 0:4 საქართველო
16 აპრილი | აზერბაიჯანი 1:0 საქართველო
19 აპრილი | მოლდოვა 1:0 საქართველო

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow