17 წელი აგვისტოს ომიდან – “ლელო – ძლიერი საქართველოს” ღონისძიება გორში
ომის 17 წლისთავზე, “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრების განცხადებით, ისინი მაქსიმალურად და ყველა საშუალებით იბრძოლებენ იმისთვის, რომ მთელი საქართველო დაიბრუნონ. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გორს არავისთვის და მითუმეტეს მტრისთვის ბოდიში მოსახდელი არ აქვს. მე-17 წლისთავზე რუსეთ-საქართველოს ომის ჩვენ, რა თქმა უნდა, ვდგავართ გორში. მეომრულ, გმირულ და გაუტეხელ ქალაქში, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე არასდროს […] The post 17 წელი აგვისტოს ომიდან – “ლელო – ძლიერი საქართველოს” ღონისძიება გორში appeared first on .

ომის 17 წლისთავზე, “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრების განცხადებით, ისინი მაქსიმალურად და ყველა საშუალებით იბრძოლებენ იმისთვის, რომ მთელი საქართველო დაიბრუნონ.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გორს არავისთვის და მითუმეტეს მტრისთვის ბოდიში მოსახდელი არ აქვს.
მე-17 წლისთავზე რუსეთ-საქართველოს ომის ჩვენ, რა თქმა უნდა, ვდგავართ გორში. მეომრულ, გმირულ და გაუტეხელ ქალაქში, რომელმაც თავისი არსებობის მანძილზე არასდროს და 17 წლის წინაც, თავი არ დაუხარა მტერს, არც იმ თვითმფრინავებს, რომლებიც უმოწყალოდ ბომბავდნენ ქალაქს, არც იმ ოკუპანტებს, რომლებიც ტანკებით შემოიჭრნენ ქალაქში და დაიპყრეს ქალაქი გარკვეული დროით, თავი არ დაუხარა და იბრძოლა მტრის გასაყრელად და გორის გასათავისუფლებლად, გორის დასაბრუნებლად.
შესაბამისად გორს არავისთან და მტერთან მით უფრო, ბოდიში მოსახდელი არ აქვს, არც გორს, არც გორელებს და არც დანარჩენ ქართველებს, დანარჩენი საქართველოს ქალაქებში. მტერთან ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს. უფრო მეტიც, ჩვენ ამ ბიჭების წინაშე, თავგანწირული გმირების სულების, საფლავების და ხსოვნის წინაშე ვამბობთ, ჩვენ კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველო” ვამბობთ, რომ მაქსიმალურად და ყველა საშუალებით, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების გზითაც, ვიბრძოლებთ თავგანწირულად, ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისთვის, რომ დავიბრუნოთ გორიც, სამაჩაბლოც, თბილისიც, აფხაზეთიც და მთელი საქართველოც და მართლაც გამოვგლიჯოთ ამ სულგაყიდულ მოღალატეებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანას თავს მოასხდნენ და გორს, გორელებს და მთელ საქართველოს უთხრეს, რომ ღირსებას აგყრით, მტერთან თავს დაგახრევინებთ და ბოდიშს მოგახდევინებთო. ვერ ეღირსებიან ამას.
მე მჯერა, რომ გორსაც დავიბრუნებთ და მთელ საქართველოსაც დავიბრუნებთ და ვიქნებით პირნათელები იმ ბიჭების წინაშე, რომლებმაც საქართველოს გულისთვის, როცა საქართველოს უჭირდა თავი არ დაზოგეს, სისხლიც გაიღეს და სიცოცხლეც გაიღეს.
ბრძოლა ჩვენგან იქნება თავგანწირული და ბრძოლა იქნება ბოლომდე,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
The post 17 წელი აგვისტოს ომიდან – “ლელო – ძლიერი საქართველოს” ღონისძიება გორში appeared first on .
What's Your Reaction?






