19 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას ბათუმიც შეუერთდება
რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე. პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 19 ივლისს, თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან და სოლიდარობის ნიშნად ბათუმშიც შეიკრიბებიან. "ჩვენ გვინდა მხარდაჭერა, თანადგომა გამოვუცხადოთ 19 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას, მის ორგანიზატორებს. ყველა თაბამებრძოლს", - განაცხადა ციალა ქათამიძემ. აქციას უერთდება და მხარდაჭერას უცხადებს ასევე " ერთიანი ნაციონალური მოძრაბა". დღეს აქციაზე განცხადება პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოიკოტი გაგრძელდება. მათი მთავარი მიზანი და მოთხოვნა კი ისევ უცვლელი რჩება - აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე.
პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები 19 ივლისს, თბილისში დაგეგმილ აქციას უერთდებიან და სოლიდარობის ნიშნად ბათუმშიც შეიკრიბებიან.
"ჩვენ გვინდა მხარდაჭერა, თანადგომა გამოვუცხადოთ 19 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას, მის ორგანიზატორებს. ყველა თაბამებრძოლს", - განაცხადა ციალა ქათამიძემ.
აქციას უერთდება და მხარდაჭერას უცხადებს ასევე " ერთიანი ნაციონალური მოძრაბა". დღეს აქციაზე განცხადება პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოიკოტი გაგრძელდება. მათი მთავარი მიზანი და მოთხოვნა კი ისევ უცვლელი რჩება - აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება.
What's Your Reaction?






