2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. ეცადეთ, საღამო სახლში გაატაროთ. კურო მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. სავარაუდოდ, სიტუაციას არასწორად აფასებთ, ამიტომ ყურადღებით უნდა მიმოიხედოთ და ობიექტური დასკვნები გამოიტანოთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ალკოჰოლს და სიგარეტს ერიდეთ. ტყუპები ეცადეთ, ამ დღეს თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება სხეულს […] The post 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on .

აგვ. 2, 2025 - 10:57
 0
2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საინტერესო შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. ეცადეთ, საღამო სახლში გაატაროთ.

კურო

მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუარესება. სავარაუდოდ, სიტუაციას არასწორად აფასებთ, ამიტომ ყურადღებით უნდა მიმოიხედოთ და ობიექტური დასკვნები გამოიტანოთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ალკოჰოლს და სიგარეტს ერიდეთ.

ტყუპები

ეცადეთ, ამ დღეს თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება სხეულს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ავტომობილის სწრაფად მართვას და საჭრელ ხელსაწყოებთან მუშაობას ერიდეთ. პირად საქმეებში მოსალოდნელია წარმატება, მაგრამ პარტნიორთან დაკავშირებულმა ილუზიებმა შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს.

კირჩხიბი

ამ დღეს მატერიალური საკითხების მოგვარება რთული იქნება. ეცადეთ, ყურადღება სულიერი განცდებიდან გარშემო მყოფ ადამიანებზე გადაიტანოთ. ახლობელი ადამიანები თქვენს დახმარებას ელიან.

ლომი

ეცადეთ, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ. რომანტიკული შეხვედრა ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შვებას და სიხარულს მოგანიჭებთ.

ქალწული

ვარსკვლავები მზად არიან, ყველაზე ამბიციური გეგმებისა და მიზნების მიღწევაში დაგეხმარონ. სასიხარულო სიახლე ან საინტერესო შემოთავაზება მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში მსუბუქი დეპრესია და უმიზეზო სევდა გელით, ამიტომ ეცადეთ, საღამო სახლში გაატაროთ.

სასწორი

მოგებიანი შემოთავაზება გელით, მაგრამ გადაწყვეტილების დროულად მიღება გაგიჭირდებათ. შეგიძლიათ, ნებისმიერ საქმეს შეეჭიდოთ, რადგან უახლოეს მომავალში წარმატებას მიაღწევთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. უსაფუძვლო ოპტიმიზმმა შეიძლება თქვენი პრაქტიკული თვისებები დაჩრდილოს.

მორიელი

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მთავარზე კონცენტრირება და ჩანაფიქრის განხორციელება. თქვენ შეძლებთ, განახლების სურვილი და გონივრული ხედვა ერთმანეთთან დააკავშიროთ, რაც დღის მეორე ნახევარში მატერიალურ წარმატებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ვარჯიშის, სუფთა ჰაერზე დასვენების, მშენებლობისა და რემონტისთვის. კომერციული საქმიანობა მოგებას მოგიტანთ. შესაძლებელია, საინტერესო ადამიანს შეხვდეთ, რომელიც გარკვეული დროით სერიოზულად გაგიტაცებთ.

თხის რქა

სასიხარულო ამბავი ან საინტერესო შემოთავაზება მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს. სავარაუდოდ, ქალებს ქმრის ან ახლო მეგობრისგან საჩუქარი ელით. ვარსკვლავები სასიყვარულო პრობლემების წარმატებით გადაჭრას გპირდებიან. ეცადეთ, ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ.

მერწყული

ეს დღე სულიერი წონასწორობის სიმბოლოა. გვერდით მყოფ ადამიანს თქვენი ყურადღება და სიყვარულის აკლია. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უმიზეზო სევდა ან მსუბუქი დეპრესია.

თევზები

გირჩევთ ოჯახური საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ და საყვარელი საქმით დაკავდეთ, რაც შექმნილი დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ. თუ თქვენ ცვლილებებისკენ ისწრაფვით, ამისთვის ხელსაყრელი დროა, თუმცა მთავარ შედეგებს ცოტა მოგვიანებით მიიღებთ. ეცადეთ, საღამო სიმშვიდეში გაატაროთ.

The post 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow