2 გარდაცვლილი და 60 დაშავებული – რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი სახლები დაბომბა
რუსეთმა ხარკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. მტრის დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი უკვე 54-ს აღწევს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება. მაშველების ცნობით, დაშავებულებს შორის, სულ მცირე, 8 ბავშვია. დაზიანდა მრავალსართულიანი შენობები, კერძო სექტორი, სამოქალაქო საწარმო და სხვა ობიექტები. სლობოდსკოისა და ოსნოვიანსკის რაიონებში იერიშებს ხანძრები მოჰყვა. ადგილზე მაშველები, პოლიცია, ექიმები და კომუნალური […] The post 2 გარდაცვლილი და 60 დაშავებული – რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი სახლები დაბომბა appeared first on .

რუსეთმა ხარკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. მტრის დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი უკვე 54-ს აღწევს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იტყობინება.
მაშველების ცნობით, დაშავებულებს შორის, სულ მცირე, 8 ბავშვია. დაზიანდა მრავალსართულიანი შენობები, კერძო სექტორი, სამოქალაქო საწარმო და სხვა ობიექტები.
სლობოდსკოისა და ოსნოვიანსკის რაიონებში იერიშებს ხანძრები მოჰყვა. ადგილზე მაშველები, პოლიცია, ექიმები და კომუნალური სამსახურები მუშაობენ.
მერმა იგორ ტერეხოვმა განმარტა, რომ 00:31-დან 00:40 საათამდე მოწინააღმდეგემ ხარკოვის ორ რაიონზე 17 დრონი გაუშვა.
„დარტყმები მიზანმიმართულად მრავალსართულიან შენობებზე, კერძო სახლებზე, სათამაშო მოედნებზე, ბიზნესებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე განხორციელდა. იწვის ბინები, დანგრეული სახურავები, დამწვარი მანქანები, ჩამსხვრეული ფანჯრები“, – აღნიშნა მან.
The post 2 გარდაცვლილი და 60 დაშავებული – რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელი სახლები დაბომბა appeared first on .
What's Your Reaction?






