20-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდების თაობაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია
სააგენტო "პარალელი" 20-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდების თაობაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია 20 ივლისს დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ❗️მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო). ???? 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია […] 20-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდების თაობაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია პარალელი

სააგენტო "პარალელი"
20-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდების თაობაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია
20 ივლისს დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს.
ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
20-23 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდების თაობაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გამაფრთხილებელი ინფორმაცია
პარალელი
What's Your Reaction?






