20-წლამდელები მსოფლიო რაგბის ასაკობრივი ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდიას მე-9 ადგილისთვის შეერკინებიან

20-წლამდელები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდიას მე-9 ადგილისთვის შეერკინებიან

ივლ. 18, 2025 - 04:57
 0
20-წლამდელები მსოფლიო რაგბის ასაკობრივი ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდიას მე-9 ადგილისთვის შეერკინებიან

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები იტალიაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში შოტლანდიას მე-9 ადგილისთვის შეერკინება.

თამაში კალვიზანოში, „სტადიო სან მიხელიზე“ ჩვენი დროით 22:30 საათზე დაიწყება.

შოტლანდიამ, რომელიც ჩემპიონატს წელს დაუბრუნდა, ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა დათმო - ინგლისთან 19:56, ავსტრალიასთან 24:34 და სამხრეთ აფრიკასთან 14:73. სამაგიეროდ მათ მე-9 ადგილის ნახევარფინალში ირლანდიას დაძაბულ მატჩში 22:21 სძლიეს და საქართველოსთან თამაშის უფლება მოიპოვეს.

თავის მხრივ საქართველომ მე-9 ადგილის ნახევარფინალში ესპანეთი 43:12 დაამარცხა.

ამ თამაშის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ 23-კაციან განაცხადში რამდენიმე მოთამაშე შეცვალა. წლევანდელ მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება ფრთა გიორგი ბოლქვაძეს. მგეზავის პოზიციაზე ბრუნდება თემურ ძოძუაშვილი. ხაზის დანარჩენმა მოთამაშეებმა პოზიციები შეინარჩუნეს - 9 ნომერი გიორგი სპანდერაშვილი იქნება, ცენტრში ნუგზარ ქევხიშვილი და დათა ახვლედიანი შეწყვილდებიან, ფულბეკად ლუკა თაყაიშვილს, ხოლო მეორე ფრთად ლუკა კეშელავას ვიხილავთ.

პირველად არაა სასტარტო შემადგენლობაში ბურჯი ბაჩუკი ბარათაშვილი. მის ნაცვლად დამწყებებში გიორგი ტურაშვილი გამოჩნდა, მეორე ბურჯი კი კვლავ მათე ღურწკაია იქნება. კვაჭად თამაშს ამჯერად შოთა ხელაძე იწყებს, რომელიც გუნდის კაპიტანიც იქნება. გაგი მარგველაშვილს ამჯერად დავით ბარამია შეუწყვილდება, ხოლო მესამე ხაზში გიორგი არძენაძეს ნიკა აბესაძე შეცვლის. დამწყებთა შორის არიან ლუკა ნარსია და მიხეილ შიოშვილი.

კვაჭის მარქაფაშია დავით არჩვაძე, რომელსაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასევე პირველად ვიხილავთ. ტურნირში დებიუტი ექნება დაჩი წიკლაურსაც. ბურჯებს გიორგი მესხიძე და გიორგი ძაგანია შეცვლიან. მეორე ხაზში ბრუნდება ნიკოლოზ ჩხორთოლია, მესამე ხაზის შეცვლაზე კი არძენაძეა. ხაზის მარქაფაში არიან გიგი სირბილაძე და სანდრო მესხიძე.



2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

IX ადგილისთვის. 19 ივლისი

კალვიზანო (იტალია). „სტადიო სან მიხელი“. 22:30 (საქ. დრო)

საქართველო - შოტლანდია

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. გიორგი ბოლქვაძე (ლელო), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ლუკა კეშელავა (არმია), 10. თემურ ძოძუაშვილი (აია), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);

შერკინება: 1. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 2. შოთა ხელაძე (ლელო, კაპ.), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. დავით ბარამია (ტულონი), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. ნიკა აბესაძე (ლელო), 7. ლუკა ნარსია (აია), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).

მარქაფა: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 18. გიორგი ძაგანია (ნარბონი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. დაჩი წიკლაური (ხვამლი), 22. გიგი სირბილაძე (ლელო), 23. სანდრო მესხიძე (არმია).


RUGBY.GE

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow