₾200 ათასის სესხი სიმინდის მოყვანისთვის “ქართუდან” – შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დეკლარაცია

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი დაჩი ბერაია დაინიშნა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ბერაიასთვის პოსტის მესამე ცვლილებაა. ირაკლი ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად აპრილის დასაწყისში დაინიშნა. მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში – 2025 წლის იანვრიდან, იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. უფრო ადრე, ბერაია “ქართული ოცნების” დეპუტატი იყო. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, ბერაია 2001 წელს […] The post ₾200 ათასის სესხი სიმინდის მოყვანისთვის “ქართუდან” – შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დეკლარაცია appeared first on .

ივნ. 16, 2025 - 14:57
 0
₾200 ათასის სესხი სიმინდის მოყვანისთვის “ქართუდან” – შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დეკლარაცია

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი დაჩი ბერაია დაინიშნა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ბერაიასთვის პოსტის მესამე ცვლილებაა. ირაკლი ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად აპრილის დასაწყისში დაინიშნა. მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში – 2025 წლის იანვრიდან, იკავებდა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. უფრო ადრე, ბერაია “ქართული ოცნების” დეპუტატი იყო.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, ბერაია 2001 წელს სს “გაერთიანებული ქართული ბანკის” შიკრიკი იყო; 2001-2004წწ. სს “გაერთიანებული ქართული ბანკის” სპეციალისტ-შემფასებელი, მთავარი სპეციალისტ-შემფასებელი; 2004-2008წწ. სს “ბანკი “ქართუს” – საკრედიტო მენეჯერი; 2008 წელს სს ბანკი “ქართუს” სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი; 2008-2013წწ. სს ბანკი “ქართუს” სესხების ადმინისტრირების და მეთოდოლოგიის განყოფილების უფროსი-საკრედიტო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2013-2016წწ. სს ბანკი “ქართუს” ცენტრალიზებული ადმინისტრირების დეპარტამენტის დირექტორი;

2016 წლიდან კი იწყება მისი პოლიტიკური კარიერა, როდესაც საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, კერძოდ, მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკიდან “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.

ამის შემდეგ 2020 წელს, ის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრადაც აირჩიეს პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი ისევ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. მოგვიანებით ბერაია „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი იყო. იგი ასევე დეპუტატი იყო 2024 წლის არჩევნების შემდეგ დაკომპლექტებულ ერთპარტიულ პარლამენტშიც.

bm.ge გთავაზობთ შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის ქონებრივ დეკლარაციას:

დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მან 2024 წლის დეკემბერში შეავსო ბერაიას მეუღლეს თბილისში, ზალდასტანიშვილების ქუჩაზე, 106.8 კვ.მ ბინა აქვს, რომელიც 2009 წელს 81 600 დოლარად შეიძინა. თავად ბერაიამ 2024 წლის მარტში შეიძინა 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი თეთრიწყაროში, სოფელ წყლულეთში, რომლის ღირებულებად 13 000 დოლარია მითითებული.

ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ ირაკლი ბერაიას საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი – BMW 640 I, რომელიც მან 2022 წლის დეკემბერში 12 000 დოლარად შეიძინა.

ასევე არის რამდენიმე კომპანიის თანამფლობელი. ბერაიას 33.3%-იანი წილი აქვს შპს „პროექტების მართვის კომპანიაში“, 33.5% – შპს „პმკ 2013“-ში და 50% – შპს „პმკ უძრავი ქონება“-ში. თუმცა არც ერთ კომპანიაში ბოლო პერიოდში მისთვის შემოსავალი არ ირიცხება.

დეკლარაციის მიხედვით, ჯამში ბერაიას სესხები $ 226 100 და ₾259 230, რომლის მომსახურებისთვის შარშან $30 025 და ₾23 492 გადაიხადა.

უფრო დეტალურად, სესხების ჩამონათვალი, რომლებიდანაც ყველა “ბანკი ქართუდან” აქვს მიღებული ასეთია:

  1. $40 000 – მიწის ნაკვეთის შესაძენად;
  2. $100 000 – ტრაქტორი და ინვენტარი;
  3. $46 100 – იპოთეკური სესხის რეფინანსირება;
  4. ₾100 000 – სიმინდის კულტივაცია;
  5. $40 000 – ტრაქტორი (მუხლუხო);
  6. ₾100 000 – სიმინდის დათესვა და მოვლა;
  7. ₾59 230 – სამომხმარებლო სესხი;

წყარო – ბიემჯი

The post ₾200 ათასის სესხი სიმინდის მოყვანისთვის “ქართუდან” – შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელის დეკლარაცია appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow