2024 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავალი 1.64 მილიარდ ლარამდე გაიზარდა – bm.ge

“ნავთობის და გაზის კორპორაციას” კორპორაციამ გასული წლის ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფო კომპანიამ 244 მილიონით მეტის, 1.64 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საოპერაციო მოგება 191 მილიონს აღემატებოდა. კომპანიას შემოსავლები გაეზარდა როგორც გაზის და ნედლი ნავთობის რეალიზაციიდან, ასევე ელექტროენერგიის წარმოებიდან, რომელსაც ის მის საკუთრებაში არსებული “გარდაბანი 1”-ის და “გარდაბანი […]

აგვ. 21, 2025 - 15:27
 0
2024 წელს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შემოსავალი 1.64 მილიარდ ლარამდე გაიზარდა – bm.ge

“ნავთობის და გაზის კორპორაციას” კორპორაციამ გასული წლის ფინანსური ანგარიშგება გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, გასულ წელს სახელმწიფო კომპანიამ 244 მილიონით მეტის, 1.64 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 17%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საოპერაციო მოგება 191 მილიონს აღემატებოდა.
კომპანიას შემოსავლები გაეზარდა როგორც გაზის და ნედლი ნავთობის რეალიზაციიდან, ასევე ელექტროენერგიის წარმოებიდან, რომელსაც ის მის საკუთრებაში არსებული “გარდაბანი 1”-ის და “გარდაბანი 2”-ის თბოსადგურებით ახორციელებს.
“ნავთობისა და გაზის კორპორაციის” შემოსავალი / 2024 წელი
· გაზის რეალიზაცია – 1.17 მლრდ ლარი;
· ელექტროენერგიის წარმოება/ მიწოდება – 406,45 მლნ ლარი;
· ნედლი ნავთობის რეალიზაცია – 26.7 მლნ ლარი;
· გაზსადენების იჯარით მიღებული შემოსავალი – 44,5 მლნ ლარი;
· ნავთობის ტრანსპორტირების საფასური ფინანსური იჯარით – 0.5 მლნ ლარი.
ნავთობისა და გაზის კორპორაცია ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც ფლობს ქვეყნის მაგისტრალური გაზსადენების სისტემას. კომპანია ასევე აწარმოებს ელექტროენერგიას მის მფლობელობაში არსებული ორი თბოსადგურის მეშვეობით, ამასთან, ის წარმოადგენს ნავთობის სექტორში მოღვაწე ინვესტორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში მხარეს, რის საფუძველზეც კომპანია საქართველოში მოპოვებული ნავთობის წილს იღებს. 2024 წელს ნავთობის რეალიზაციიდან კომპანიამ 27 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღო.
2024 წელს კორპორაციის აქტივები 140 მილიონი ლარით, 2.19 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. კომპანიის ვალდებულებები 867 მილიონ ლარს შეადგენს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow