2024 წელს ფიქსირებული ინტერნეტი კიდევ 30 სოფელში შევიდა და ჯამში 2571 სოფელშია ხელმისაწვდომი - კომუნიკაციების კომისია
გასულ წელს საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების პენეტრაცია შინამეურნეობებზე 99.4%-ს შეადგენდა, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი, კვლავ, აჭარაში იყო და 146%-ს უტოლდებოდა. "აჭარის შემდეგ, 140%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი. 101%-ით სამცხე-ჯავახეთი, 88%-ით ქვემო ქართლი და 86%-ით მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას შინამეურნეობების 75% მოიხმარდა. 68%-ით იყო წარმოდგენილი იმერეთი, 67%-ით – კახეთი, ხოლო 63%-ით სამეგრელო-ზემო სვანეთი. გურიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 62%-ს უტოლდებოდა, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი – 24%-ს შეადგენდა. 2024 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3385 სოფელია, საიდანაც 2571-ში აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 30 სოფლით მეტია", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.

გასულ წელს საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების პენეტრაცია შინამეურნეობებზე 99.4%-ს შეადგენდა, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის მიხედვით, რეგიონების მიხედვით, შინამეურნეობებზე ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ყველაზე მაღალი პენეტრაციის მაჩვენებელი, კვლავ, აჭარაში იყო და 146%-ს უტოლდებოდა.
"აჭარის შემდეგ, 140%-ით წარმოდგენილი იყო თბილისი. 101%-ით სამცხე-ჯავახეთი, 88%-ით ქვემო ქართლი და 86%-ით მცხეთა-მთიანეთი. რაც შეეხება შიდა ქართლს, აქ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას შინამეურნეობების 75% მოიხმარდა. 68%-ით იყო წარმოდგენილი იმერეთი, 67%-ით – კახეთი, ხოლო 63%-ით სამეგრელო-ზემო სვანეთი. გურიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 62%-ს უტოლდებოდა, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში კი – 24%-ს შეადგენდა.
2024 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში. რაც შეეხება სოფლებს, საქართველოში სულ 3385 სოფელია, საიდანაც 2571-ში აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 30 სოფლით მეტია", - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.
What's Your Reaction?






