2024 წლის მაისიდან დღემდე ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა
მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღირიცხა. კერძოდ, კვლევაში საუბარია ჟურნალისტების უფლებების დარღვევის მრავალი სახის შემთხვევაზე: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა. “კვლევის შედეგად 2024 […]


მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოში 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე ჟურნალისტების წინააღმდეგ მომხდარი 342 ინციდენტი აღირიცხა.
კერძოდ, კვლევაში საუბარია ჟურნალისტების უფლებების დარღვევის მრავალი სახის შემთხვევაზე: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა.
“კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:
· ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი;
· 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი;
ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან:
· ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
· პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;
ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:
· ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
· პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი;
ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან:
· პროევროპული პროტესტის დროს – 11 დაკავება;
პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში, გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების 34 შემთხვევა აღირიცხა. (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი”, – წერია კვლევაში.
What's Your Reaction?






