2025 წლის 5 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა

რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა

ივნ. 11, 2025 - 11:27
 0
2025 წლის 5 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაიზარდა

2025 წლის 5 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 243 777 ვიზიტორი ეწვია. ვიზიტორთა შორის 40% ქართველი, ხოლო 60% სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:

· პრომეთეს მღვიმეს

· მარტვილის კანიონს

· სათაფლიას

· წალკის კანიონს

· მტირალას ეროვნულ პარკს

"აღნიშნული მონაცემები კიდევ ერთხელ ადასტურებს ვიზიტორთა მზარდ ინტერესს საქართველოს უნიკალური ბუნების მიმართ. დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სერვისების განვითარებას, რაც ხელს უწყობს მარტივ და კომფორტულ მოგზაურობასა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.

მიმდინარე წელს, განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ეროვნული პარკის, ასევე ბირთვისის კანიონის ბუნების ძეგლის განვითარების პროექტები. აღნიშნული პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და ვიზიტორებს კეთილმოწყობილი და უსაფრთხო მცირე ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს"- განმარტავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow