“2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა” – ComCom

სააგენტო "პარალელი" “2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა” – ComCom 2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20 მილიონი ლარიდან 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა და 18 მილიონი ლარის ნაცვლად 15.6 მილიონი ლარი შეადგინა. ტელემაუწყებლებისთვის 2025 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 71.1%-იანი წილი პირდაპირმა […] “2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა” – ComCom პარალელი

აგვ. 13, 2025 - 18:27
 0
“2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა” – ComCom

სააგენტო "პარალელი"
“2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა” – ComCom

2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების ჯამური კომერციული სარეკლამო შემოსავალი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 20 მილიონი ლარიდან 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა.

მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში სარეკლამო შემოსავალი 13%-ით შემცირდა და 18 მილიონი ლარის ნაცვლად 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.

ტელემაუწყებლებისთვის 2025 წლის II კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 71.1%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 17.7% – სპონსორობამ, ხოლო 11% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2025 წლის II კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, თუმცა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით მისი შემოსავალი 10%-ით შემცირდა და 5.4 მილიონი ლარი შეადგინა. 10%-ით შემცირდა ასევე „რუსთავი 2“-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალი და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა. 15%-ით გაიზარდა „პოსტვ“-ის შემოსავალი და 1.6 მილიონი ლარი გახდა. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტი – 52%-იანი ზრდა ჰქონდა „ტელეკომპანია პირველს“, რომლის სარეკლამო შემოსავალმაც 1.6 მილიონი ლარი შეადგინა. 18%-ით გაიზარდა ასევე „ფორმულას“ კომერციული შემოსავალი და 1.4 მილიონი ლარი გახდა. „ბი ემ ჯიმ“ წინა წლის II კვარტალთან შედარებით, 14%-ით მეტი მიიღო და მისმა სარეკლამო შემოსავალმა 1.0 მილიონი ლარი შეადგინა. უცვლელი დარჩა „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ის კომერციული შემოსავლები და კვლავ 0.6 მილიონ ლარს უდრიდა. 33%-ით გაიზარდა „სილქნეტის“ შემოსავალი და 0.3 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, მისი სარეკლამო შემოსავალი 71%-ით შემცირდა და 0.2 მილიონი ლარი იყო. „სილქ მედიას“ შემთხვევაში, ტელევიზიის შემოსავალი უცვლელი – 0.1 მილიონი ლარი დარჩა. სხვა ტელემაუწყებლების ჯამურმა სარეკლამო შემოსავლებმა 0.9 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, რადიოების მიერ მიღებული სარეკლამო შემოსავალი 6%-ით შემცირდა და როცა 2024 წლის II კვარტალში 2.1 მილიონი ლარი იყო, 2025 წლის II კვარტალში 2.0 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.5% პირდაპირ რეკლამას, ხოლო 10.5% სპონსორობას ეკავა.

შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“2025 წლის II კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 12.1%-ით შემცირდა და 17.6 მილიონი ლარი შეადგინა” – ComCom
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow