2025 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

ფასების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

აპრ. 22, 2025 - 17:27
 0
2025 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 5.5-პროცენტიანი მატება.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის თებერვალთან შედარებით, ფასები 0.8 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.05 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.7 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 2.4-პროცენტიანი ზრდა კვების პროდუქტებზე და 4.6-პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე. გარდა ამისა, ფასების 0.2-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.02 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასების 0.3-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფზე.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 22.3 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (29.4 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.5 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტებზე (4.5 პროცენტი) და სასმელებზე (6.7 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.71 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.05 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ყირგიზეთი იკავებს – 298.6 მლნ. აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა ყაზახეთი – 176.2 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 140.3 მლნ. აშშ დოლარით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow