,, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სხვანაირად შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა” – კახა კახიშვილი
“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი 2026 წელს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს. განცხადება მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა: მე 2024 წლის პარლამენტს ვუყურებ, როგორც დროებით პარლამენტს. ჩემი აზრით, ახლა მიდის იმის გამკაცრება, რაც თავის დროზე მიშვებული იყო და მიგვაშვებინეს… ჩემი აზრით, ეს ორი წელი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას დასჭირდება, რომ გამოასწოროს და […] The post ,, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სხვანაირად შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა” – კახა კახიშვილი appeared first on .

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი 2026 წელს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს. განცხადება მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა:
მე 2024 წლის პარლამენტს ვუყურებ, როგორც დროებით პარლამენტს. ჩემი აზრით, ახლა მიდის იმის გამკაცრება, რაც თავის დროზე მიშვებული იყო და მიგვაშვებინეს… ჩემი აზრით, ეს ორი წელი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას დასჭირდება, რომ გამოასწოროს და გაამკაცროს რეგულაციები, შეიძლება, სხვა ტიპის კანონმდებლობაც მიიღოს, რადგან მარტო არიან დარჩენილები და მაკონტროლებელი არავინ ჰყავთ და 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სხვანაირად შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა, თუ არ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები…
ეს ორი წელი შეიძლება გამოიყენონ საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა რეგულაციის შესაქმნელად და 2026 წელს რაღაც ტიპის კრიზისის საფუძველზე შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, აღნიშნა კახიშვილმა.
მისივე ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი “ოპოზიციაზე ზრუნვას დაიწყებს”.
„ალბათ, გახსოვთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ არჩევნებამდე, სადაც მან ისაუბრა, რომ ოპოზიცია არ გვყავს და ოპოზიციის შექმნაზეც მე ვიზრუნებო. მე ასეთი წარმოდგენა შემექნა ამ [საკადრო] გადაადგილებებით, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანებს მან სრულად მისცა „კარტბლანში“ ყველა რგოლის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამავდროულად, როდესაც ეს დასრულდება, ალბათ, ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები, შემდეგ უკვე დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია. ეს არის პირადად ჩემი აზრი იმიტომ, რომ სხვანაირად ახნას ვერ ვხედავ, რადგან ლილუაშვილს ვერ დაუწუნებ ვერც პროფესიონალიზმს, ვერც კეთილსინდისიერებას, ვერც ადამიანობას და ვერც სანდოობას. იგივე რიჟვაძეც, 6 თუ 7 წელი იყო იმ თანამდებობაზე. ის რომ იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გახლდათ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე იმ რეგიონში….
ამავდროულად ძალიან მკაფიოდ მახსოვს მისი სიტყვები ბოლო ინტერვიუში, სადაც მან თქვა, რომ აუცილებლად თავად იზრუნებს ნამდვილ ოპოზიციაზე და მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, ნელ-ნელა ერთ ცენტრში მოხვდებიან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საკადრო ცვლილებით არ დასრულდება, ალბათ, მოვა დრო და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც წავა „ქართული ოცნებიდან“, პარტიის თავმჯდომარის ადგილიც გათავისუფლდება და მას, ალბათ, ბატონი ირაკლი კობახიძე დაიკავებს. „ქართული ოცნება“ როგორც პარტია, როგორც ხელისუფლების მმართველი ძალა და ა.შ. იქნება თავიდან ბოლომდე ბატონი ირაკლი კობახიძის.ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ კობახიძისთვის გადალოცილია“, –განაცხადა კახიშვილმა.
The post ,, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სხვანაირად შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა” – კახა კახიშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






