23 ივნისს 19:00 საათზე ალან ყაყიტაშვილის წამების გასაპროტესტებლად სსს-თან აქცია გაიმართება
ახალგაზრდულმა ორგანიზაცია "დაასრულემ" 23 ივნისს 19:00 საათზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წინ აქცია დააანონსა, რომლის მონაწილეებიც სამართალდამცავების მხრიდან ალან ყაყიტაშვილის წამების ფაქტს გააპროტესტებენ. "ეს არ არის მხოლოდ ალანის საქმე. ეს ყველა ჩვენგანის ბრძოლაა უსაფრთხოებისა და სიმართლისთვის," — ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ალან ყაყიტაშვილი, 6 ივნისს, რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, მეგობართან ერთად დააკავეს. ...

What's Your Reaction?






